2006 წლის 3-19 სექტემბერს იტალიის ქ. გენუაში ჩატარდა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის და კლინიკურ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თავყრილობას. კონფერენციაში მონაწილეობდა 75 ქვეყნის 1800-ზე მეტი წარმომადგენელი არამარტო ევროპიდან, არამედ აზიის, ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. კონფერენციის მსვლელობისას ჩატარდა 7 პლენარული სხდომა, 8 სიმპოზიუმი, 360 ხანმოკლე ზეპირი და 490 პოსტერული პრეზენტაცია, 48 სემინარი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ნაშრომი “პოსტდიპლომური სამედიცინო განათლების და უწყვეტი სამედიცინო განათლების/განვითარების თავისებურებები საქართველოში” დასახელებულ იქნა 12 საუკეთესოთა შორის (სტატიის ავტორები გ. ჩახავა*, გ. მენაბდე, მ. ქავთარაძე, ი. ფავლენიშვილი, ნ. კანდელაკი).
კონფერენცია გახსნა AMEE-ს გენერალურმა მდივანმა (ევროპის სამედიცინო განმანათლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი) პროფ. რონალდ ჰარდენმა, რომელმაც გააკეთა მოკლე შესავალი კონფერენციის და ზოგადად სამედიცინო განათლების შესახებ. შემდეგ მისალმებით გამოვიდა გენუის უნივერსიტეტის სამედიცინო
ფაკულტეტის დეკანი პროფ. დეფერარი.
ყოველდღე პლენარული სხდომის შემდეგ ერთდროულად ტარდებოდა 20 სექციაის მუშაობა სიმპოზიუმის, სემინარის, მოკლე მოხსენების, შეხვედრების და სტენდური მოხსენებების სახით. აქვე შესაძლებელი იყო ექსპერტებთან შეხვედრა. თემატიკა ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ექიმთა პროფესიონალიზმი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, ლიდერების ტრეინინგი, კლინიკური შეფასება, უპს/უპგ, სტანდარტიზირებული კლინიკური შემთხვევები მულტიმედიური წარმოდგენა, დისტანციური სწავლება, კურიკულუმის შეფასება-ცვლილებები, მანეკენების, სიმულატორების გამოყენება და სხვა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ჯანდაცვის, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს წარმომადგენლები (მინისტრის მოადგილე ვ. მოსიძე და რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რ. ბერიაშვილი) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დელეგაცია
ჩვენი მოხსენების “პოსტდიპლომური სამედიცინო განათლების და უწყვეტი სამედიცინო განათლების/განვითარების თავისებურებები საქართველოში” მიმართ ინტერესი დიდი იყო. სექციას უძღვებოდა ლუნდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სასწავლო ცენტრის წამყვანი ლექტორი გუდრუნ ედგრენი. სექციის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია.
სექციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ცნობილი უნივერსიტეტის როგორიცაა ფლორენციის, კარდიფის, ლუნდის, დანდის, სტოკჰოლმის წარმომადგენლები.
სტოკჰოლმის კაროლინსკას ინსტიტუტის მიერ დაწესებული ჯილდო 50000€ საუკეთესო კვლევისთვის სამედიცინო განათლებაში წელს წილად ხვდა AMEE-ს გენერალურ მდივანს რონალდ ჰარდენს.
გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან პროფ. ჰ.კარლესთან და საბჭოს წევრთან პროფ. ლ. ქრისტიანსენთან. ამ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე ვ. მოსიძე. 2006 წლის დეკემბერში WHO და WFME-ს ეგიდით თბილისში ტარდება სემინარი, რომელიც მიეძღვნება ICTS-ს (კრედიტ-ქულების ტრანსფერის საერთაშორისო სისტემის) დანერგვას საბაზისო სამედიცინო განათლებაში. ბ-მა ვ. მოსიძემ სამინისტროს სახელით ხაზი გაუსვა ამ სემინარის უპრეცენდენტო მნიშვნელობას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით შევთავაზე აღნიშნული ღონისძიების ჩატარება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
შ-ს გამოცდების ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელთან ს. ლიზანტისთან შეხვედრისას, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს და UEMS-ს (ევროპული კრედიტ-ქულების ტრანსფერის სისტემის მარეგულირებელი ორგანიზაცია) შორის შესაძლებელია ურთიერთხელსაყრელი და საინტერესო თანამშრომლობის განვითარება.
აქტიურად ვაწარმოებდი მოლაპარაკებას ქ. გენუის უნივერსიტეტის პროფესორთან (სამედიცინო ფაკულტეტის წარმომადგენელი და საერთაშორისო ურთიერთობების დელეგატი) კ. პეშესთსან და ლუკა ტასოსთან. სასურველია ზემოთაღნიშნულ სამედიცინო ფაკულტეტს და თსსუ-ს შორის ინსტიტუციონალური პროექტების განხორციელება სხვადასხვა საერთაშორისო ფონდების დახმარებით.
თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში შედგა შეხვედრა UEMS-ის გენერალურ მდივანთან ბერნარდ მელეტთან. საქართველოს მხარეს წარმოადგენდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩახავა და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი ნინო კანდელაკი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მინისტრის მოადგილე ვარლამ მოსიძე და რეგულაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რიმა ბერიაშვილი.
პროფესორ ჯენეტ გრანტის ვიზიტი დასრულდა (პარასკევი , 23 ივნისი 2006)
ა . წ . 17-19 ივნისს , თსსუ – ში გაიმართა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ღია უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრის დირექტორის პროფესორ ჯენეტ გრანტის ვიზიტი.
პროფესორი ჯენეტ გრანტი არის დიდი ბრიტანეთის სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი , სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სფეროში . ასევე იგი არის დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგთა საზოგადოების წევრი და კლინიკური დარგების პროფესორ – მასწავლებელთა ბრიტანეთის ნაციონალური ასოციაციის საპატიო წევრი . მისი სადოქტორო დისერტაცია ეხება განათლების ფსიქოლოგიის საკითხებს .
პროფესორი ჯენეტ გრანტი მუშაობდა მრავალ ქვეყანაში სამედიცინო განთლების განვითარების შეფასების საკითხებზე , ამავდროულად იყო მიწვეული როგორც ექსპერტი მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში . პროფესორი გრანტი დიდ ბრიტანეთში ახლადშექმნილი დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და ტრეინინგის მარეგულირებელი საბჭოს დამფუძნებელია . ხელმძვანელობს კურიკულუმის კომიტეტს , რომელიც ადგენს სტანდარტებს და ამტკიცებს პროგრამებს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისთვის.
საერთაშორისო ექსპერტის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქართველ სპეციალისტებთან საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროგრამების ( კურიკულუმის ) შეფასების და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ასპექტების თაობაზე. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ : თსსუ და სამედიცინო განათლების ცენტრი ღია უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო .
სემინარს ესწრებოდნენ თსსუ – ს თანამშრომლები და სამედიცინო განათლების სფეროს ქართველი ექსპერტები , რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სემინარის მსველობაში. საერთაშორისო სემინარის დასასრულს ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა “ მრგვალი მაგიდა ” თსსუ რექტორის , სემინარის მონაწილეებს და შრომის , ჯანდაცვის და სოცილური უზრუნველყოფის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მინისტრის მოადგილეების : ნიკოლოზ ფრუიძის , ვახტანგ მოსიძის , ლევან ჯუღელის , ბელა წიფურიას , არჩილ სამადაშვილის მონაწილეობით.
ამ შეხვედრაზე ქალბატონმა ჯენეტ გრანტმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბ – ნ გია მენაბდეს და საერთაშორისო ექსპერტის მოწვევის პროგრამის კოორდინატორს ბ – ნ გია ჩახავას საქართველოში მოწვევისთვის . მან იმედი გამოთქვა რომ თსსუ – ს თანამშრომლები მომავალშიც წარმატებით გააგრძელებენ დაწყებულ მუშაობას და თავიანთ წვლილს შეიტანენ საქართველოში სამედიცინო განათლების რეფორმირების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით . სემინარის მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერთაშორისო სერტიფიკატები . სემინარის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ მასმედიის წარმომადგენლები .
2005 წლის ოთხსაბათს 27 აპრილს შედგა ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ”ჯიმა”-ს დამფუძნებელთა პირველი საქმიანი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის დამფუძნებელთა უმეტესობა და საქართველოს პარლამენტის სამედიცინო კომისიის თავჯდომარის მოადგილე გოგიტა გეგელაშვილი, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი ბ-ნი მერაბ ქავთარაძე, “ღია სამედიცინო კლუბის” პრეზიდენტი ბ-ნი დავით ფრუიძე.
სხდომის თავჯდომარე გიორგი ჩახავა
სწავლული მდივანი ნ. კანდელაკი.
დღის წესრიგი:
1. ინფორმაცია ჯანდაცვის სისტემაში ახალი მიმართულების “საზოგადოების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისის შესახებ”.
2. არასამთავრობო ორგანიზაცია ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ”ჯიმა”-ს შექმნის შესახებ.
კამათში მონაწილეობდნენ
პარლამენტის სამედიცინო კომისიის თავჯდომარის მოადგილემ გოგიტა გეგელაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ საქართველოში მიუხედავად მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობისა, სამედიცინო სფეროში არსებული მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით განსაკუთრებით აქტუალურია ახლად შექმნილი ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის “ჯიმა”-ს ხედვა და მიდგომა არსებული პრობლემებისადმი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მან შესთავაზა “ჯიმა”-ს პარლამენტის სამედიცინო კომისიის მხარდაჭერა
1)ასოციაციის სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებთან თანამშრომლობისათვის რეკომენდაცია.
2) ასოციაცია “ჯიმა’-ს უცხოელელ კოლეგებთან უკვე არსებული კონტაქტების ხელშეწყობა და განვითარება.
3) პროგრესულ არასამთავრობო ორგანიზაცია”ღია სამედიცინო კლუბთან” ერთად ასოციაცია “ჯიმა’-ს ინიციატივის მხარდაჭერა დარგობრივი ასოციაციების შემდგომი განვითარების და გაძლიერების თვალსაზრისით.
დავით ფრუიძე-“ღია სამედიცინო კლუბი” მიესალმა წამყვან პროფესიონალ-სპეციალისტთა გაერთიანებას, რომელიც მომავალში ნაყოფიერად ითანამშრომლებს ”ღია სამედიცინო კლუბთან”. დაისახა რამოდენიმე პროექტი კონკრეტული თანამშრომლობისათვის.
მან იმედი გამოთქვა რომ “ღია სამედიცინო კლუბთან” ერთად “ჯიმა” ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო აკადემიას გარდამავალ ეტაპზე რეფორმების გატარებაში, ხელს შეუწყობს დარგობრივი ასოციაციების გაძლიერებას.
მამუკა ბოკუჩავამ შეკრებილებს მოახსენა სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის გამოცდილების შერსახებ სამედიცინო სპეციალობების კონცეფსიის თვალსაზრისით, ხაზი გაუსვა სპეციალობების ევროპული საბჭოების ნოსტრიფიცირების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა რომ “ჯიმა” სხვა ანალოგიური არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან განსხვავებით უფრო ქმედითუნარიანი იქნება ამ მიმართულებით.
სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორმა ბ-მა მერაბ ქავთარაძემ ხაზი გაუსვა-“ჯიმა”-ს დამფუძნებელთა შეკრებაზე ჩამოყალიბდა რამოდენიმე ძალზე საინტერესო და აქტუალური იდეა. აუცილებელია სპეციალობების ჩამონათვალის შემცირება ევროპული მოდელის მიხედვით. ამ პროცესებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიას ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ეეკისრება, აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ყველა კონსტრუქციული ძალა ერთიანდება აკადემიის გარშემო.
ლევან ნაჭყებიამ გამოთქვა აზრი რომ ექიმთა დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების თვალსაზრისით “ჯიმა”-ს შესწევს სამედიცინო განათლების და განვითარების ახალი მეთოდების შემუშავების და დანერგვის უნარი. მან თავის მხრივ აღუთქვა “ჯიმა”-ს ყველანაირი დახმარება და გაუზიარა თავისი გამოცდილება ორთოპედიასა და იმპლანტოლოგიაში დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს საერთაშორისო ევროპული სტრუქტურებისაგან სათანადო მხარდაჭერა.
შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა სხდომის თავჯდომარე გ.ჩახავა-რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და იმედი გამოთქვა რომ მომავალში ასოციაცია შესძლებს აკადემიასთან ერთად შეძლებს დასახული ამოცანების შესრულებას.
თავჯდომარე გ. ჩახავა
სხდომის მდივანი ნ.კანდელაკი
________________________________________
ასოციაციის სახელზე მიღებულია მხარდამჭერი წერილები, სამოქალაქო კვლევის განვითარების პროგრამის მთავარი მენეჯერის პროფ. კ.ვოლფისგან, MASHAV – ის პროგრამის ხელმძღვანელის პროფ. რ.მაიმონისაგან და თურქეთის ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორისაგან პროფ. ტ.დალკარასაგან, ტელ-ავივის უნივერსიტეტის რევმატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელისაგან პროფ. დ.კასპისაგან. წერილები მოთავსებულია ამავე საიტის ინგლისურ ვერსიაში. ასოციაციაში გაწევრიანდნენ ჩვენი თანამემამულეები პროფ. ი. სულაქველიძე (ტკივილის სპეციალისტი და ანესთეზიოლოგი ა.შ.შ. სიეტლი) და ბ.მ.კ. თ. ჭელიძე. შვეიცარია (ნეიროფიზიოლოგი ციურიხის ნევროლოგიის კლინიკიდან, კლინიკის ხელმძღვანელი პროფ. ჰესი).
უახლოეს მომავალაში დაგეგმილია ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ”ჯიმას” დამფუძნებელთა შეხვედრა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან, პრესასთან და ტელევიზიასთან. შეხვედრაზე განხილული იქნება უკვე დაგეგმილი პროექტები და მათი განხორციელების პერსპექტივები.
ქ.ლონდონში 21-24.03.24 ჩატარდა მსოფლიო კონგრესი კონტროვერსიები ნევროლოგიაში.კონგრესში მონაწილეობდა წარმომადგენლობითი ქართული დელეგაცია. GAMS-ის წარმომადგენლები გიორგი ჩახავა ( საქართველოს ელჩი, პლენარული სხდომის თავჯდომარე),მირანდა დემურია, მიხეილ სანდლერი, ნანი ბურდული, თემური მარღანია და GAMS-ის სპიკერები მარინა ჯანელიძე, ნანა კვირკველია აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სექციის მუშაობაში და დისკუსიებში, შედგა შეხვედრები მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.