აკრედიტაცია

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია წარმოადგენს ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის პარტნიორს საქართველოში და უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის აკრედიტაციის საბჭოს შესაბამის სექციას საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებების აკრედიტაციის და საგანმანათლებლო აქტივობების საერთაშორისო აღიარებაზე. ევროკრედიტების მოპოვების მიზნით დაინტერესბულმა მხარემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის სააკრედიტაციო საბჭოს საიტზე ან მიმართოს GAMS-ს სააკრედიტაციო პროცესში რჩევისთვის და/ან დახმარებისთვის. დეტალური ინფორმაცია EACCME აღიარების და აკრედიტაციის პროცედურების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე https://eaccme.uems.eu/

ka_GEGeorgian

ქ.ლონდონში 21-24.03.24 ჩატარდა მსოფლიო კონგრესი კონტროვერსიები ნევროლოგიაში.

ქ.ლონდონში 21-24.03.24 ჩატარდა მსოფლიო კონგრესი კონტროვერსიები ნევროლოგიაში.კონგრესში მონაწილეობდა წარმომადგენლობითი ქართული დელეგაცია. GAMS-ის წარმომადგენლები გიორგი ჩახავა ( საქართველოს ელჩი, პლენარული სხდომის თავჯდომარე),მირანდა დემურია, მიხეილ სანდლერი, ნანი ბურდული, თემური მარღანია და GAMS-ის სპიკერები მარინა ჯანელიძე, ნანა კვირკველია აქტიურად  იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სექციის მუშაობაში და დისკუსიებში, შედგა შეხვედრები მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.

წევრობის ფორმა

მისამართი,ტელეფონი,ელფოსტა