ჩვენი მიღწევები

ამჟამად მიმდინარეობს ასოციაციის რეორგანიზაცია და რებრენდინგი. ჩვენი ასოციაციის  დროებითი გამგეობის-საბჭოს წევრები არიან პროფესორები: სერგო თაბაგარი, ნინო თაბაგარი, მიხეილ ოკუჯავა, ილია ნადარეიშვილი.

საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია შეიქმნა 2006 წელს, როგორც არასამთავრობო და არამომგებიანი სამედიცინო ასოციაცია, რომლის მიზანია ექიმებსა და სამედიცინო პროფილის სპეციალისტთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება, სამედიცინო რეგულირების პრობლემური საკითხების განხილვა, დამუშავება და ინფორმაციის მიწოდება, უწყვეტი სამედიცინო განათლების და მუდმივი პროფესიული განვითარების პრინციპების პოპულარიზება ქართველ ექიმებს შორის, ჯანდაცვის სისტემაში მსოფლიო წამყვანი ქვეყნების გამოცდილების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა საქართველოში.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სსსა (GAMS) არის ევროპული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ევროპის სამედიცინო სპეციალობათა გაერთიანებასთან ხელშეკრულების საფუძველზე -საქართველოს სამედიცონო სპეციალობების ასოციაციას ასევე მიენიჭა უფლება წარადგინოს საქართველოდან ორ-ორი წარმომადგენელი ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის სამედიცინო სპეციალობების სხვადასხვა სექციებში (რაც ითვალისწინებს ევროპული აკრედიტაციის პროცესში, ევროპული დიპლომისშემდგომი კურიკულუმის გნვითარება/იმპლემენტაციაში ჩვენი წამყვანი ექიმების უფრო აქტიურ ჩართულობას) და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების პირველად ექსპერტიზაში სპეციალობის შესაბამის სექციასთან ერთად. ჩვენი ასოციაცია გამოდის სამედიცინო თვითმმართველობის სტრუქტურის ექიმების/ექთნების რეგისტრის შექმნის, დიპლომისშემდგომი/უწყვეტი სამედიცინო განათლების რეფორმირების პროექტის ინიციატივით საქართველოში, რაც ითვალისწინებს სწავლების პროცესის გაუმჯობესებას ინტეგრირებული სამედიცინო განათლების, შემთხვევაზე ორიენტირებული სწავლების დანერგვის გზით, სწავლების, სწავლის და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას. დიპლომისშემდგომი /უწყვეტი განათლების გარდაქმნა უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (GAMS) წევრები აქტიურ მუშაობას ეწევიან ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა შეხვედრებსა და სემინარებზე. ამის ნათელი მაგალითებია ამის მაგალითებია:

  1. ქ.თბილისი 2007 წლის 5-6 დეკემბერს საერთაშორისო კონდერენცია-მრგვალი მაგიდა „ ბიოლოგიური ტერორიზმის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ორმხრივი გამოყენების გამოწვევები“.
  2. ქ.თბილისი 2011 წლის 3-4 ოქტომბერს ჩატარებული კონფერენცია უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და მუდმივი პროფესიული განვითარების პრობლემურ საკითხებზე „უსგ/უპგ გამოწვევბი ევროგაერთიანებაში და დანერგვის გზები საქართველოში“, რომელიც გაიმართა საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის ეგიდით ევროკავშირის წამყვანი ორგანიზაციების (UEMS, EMA, European CME Forum) და სხვადასხვა ქვეყნის ექიმთა ასოციაციების(ბულგარეთი, გერმანია, ბელგია, ინგლისი) ლიდერების მონაწილეობით. 
  1. 2012 წლის 14-16 სექტემბერს ჩატარდა III საერთაშორისო ქართულ-პოლონური კონფერენცია. კონგრესში მონაწილეობდნენ აშშ-ს, ლიტვის, უკრაინის, ბელარუსიის წამყვანი სპეციალისტები, სულ დაახლოებით 200 დელეგატი. გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ პოლონეთის ექიმთა და სტომატოლოგთა პალატას და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციას შორის.

აღსანიშნავია GAMS-ის მე-III,IV , V, VI, VII საერთაშორისო კონფერენციები „ მულტიდისციპლინური მიდგომები ნევროლოგიაში“ 12.08.2017, “ ნევროლოგიის და ფსიქიატრიის აქტუალური საკითხები“ 24.02.2018, “ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა: თანამედროვე მიდგომები“ 28-29.09.2019 დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, ი ბერიტაშვილის ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ( სიეტლი), ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 12.02.22 პირველი ჰიბრიდული კონფერენცია მრგვალი მაგიდა “გამოწვევები ნეირომეცნიერებაში და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში COVID 19 ინფექციის დროს -ახალი მიდგომები“, 19.11.2022 თელავი, დ.ტვილდიანის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, “ტკივილის და კოგნიტური დარღვევების მართვა მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში”, ყურადსაღებია, რომ აღნიშბნული აქტივობების განხორციელებაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციას აქტიურ დახმარებას უწევს ევროპის სამედიცინო სპეციალობათა კავშირი, რომელიც წარმოადგენს ერთიანი ევროპის ძირითად და წამყვან მარეგულირებელ სამედიცინო გაერთიანებას და ევროპის სამედიცინო ასოციაცია( EMA), დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების/უწყვეტი პროფესიული განათლების ევროპული ფორუმი (European CME/CPD Forum) და ევროპის სამედიცინო ასოციაცია (European Medical Association EMA).

საქართველოდან სპეციალისტების UEMS-ის სექციების მუშაობაში მაგალითებია:

  1. შინაგან მედიცინაში დელეგატი აქტიურად არის ჩართული ევროპული შინაგანი მედიცინის კურიკულუმის რევიზირების სამუშაო ჯგუფში (Working Group Revision European Curriculum of Internal Medicine). დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობების და გამოცდილების გათვალისწინებით, 6 წევრი ჩართულია სამუშაო ჯგუფში და გადანაწილებულნი არიან შემდეგნაირად: კურიკულუმის რევიზირება; საგამოცდო ბორდი; შეკითხვების წერის ჯგუფი (MCQ ტესტები).
  2. 2020-2022 წლებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექციაში სსსა-ს დელეგატი კოორდინირებდა UEMS-ის COVID-19 სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ ქვე-ჯგუფს (ფოკუსით კომუნიკაციის სტრატეგიებზე). მუშაობის შედეგები მოკლე ფორმაში გამოქვეყნდა სტატიის სახით.  ის ასევე მონაწილობას იღებდა სხვა ქვე-ჯგუფის მუშაობაში (ფოკუსით პრევენციაზე).  
  3. რადიოლოგიური სექციის  ძალისხმევით ჩატარდა  ევროპული რადიოლოგიური სკოლის  ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის სააკრედიტაციო საბჭოს მიერ აკრედიტაცია საქართველოს რადიოლოგთა ყრილობის ფარგლებში.
  4. 2022 წელს ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (Association of Medical Schools in Europe) ყოველწლიურ კონფერენციაში AMSE 2023 The Medical School of  the Future: Ensuring Quality, რომლის ფარგლებში ასოციაციის პრეზიდენტი მოდერირებდა პანელურ დისკუსიას სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტის დევიდ გორდონის და უწყვეტი სამედიცინო განათლების ჟურნალის მთავარი რედაქტორ რობინ სტივენსონის მონაწილეობით. 
  5. სექტემბერში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის  მე VIII საერთაშორისო კონფერენციაზე დაგეგმილია ახლად დამტკიცებული ნევროლოგიის კურიკულუმის( ევროპული ტრეინინგის მოთხოვნები ნევროლოგიაში) ქართული თარგმანის წარდგენა და განხილვა.

რელევანტური პუბლიკაციები:

Nadareishvili, I.; Bazas, T.; Petrosillo, N.; Berce, V.; Firth, J.; Mansilha, A.; Leventer, M.; Renieri, A.; Zampolini, M.; Papalois, V. The Medical Community’s Role in Communication Strategies during Health Crises—Perspective from European Union of Medical Specialists (UEMS). Infect. Dis. Rep. 2023, 15, 370-376. https://doi.org/10.3390/idr15040037

George Chakhava & Nino Kandelaki (2013) Overview of legal aspects of Continuing Medical Education/Continuing Professional Development in Georgia, Journal of European CME, 2:1, 19-23, DOI: 10.3109/21614083.2013.814570

ჩვენი ასოციაციის სტრატეგიული ამოცანებია

  1. საქართველოში დამოუკიდებელი მულტიდისციპლინური წარმომადგენლობითი საბჭოს /პროფესიული სამედიცინო ასოციაციების(მათ შორის (GAMS) -ის მიერ დიპლომისშემდგომი და უსგ/უპგ სისტემის კოორდინირებული მართვა განათლების სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
  2. ექიმებისა და პაციენტების მობილობის ხელშეწყობა. სამედიცინო ცოდნის მოცულობის სწრაფმა გაფართოებამ და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით, ინფორმაციის მზარდი სიჩქარით გავრცელებამ მიგვიყვანა „ რთული თანამედროვე პაციენტის“ცნებამდე.
  3. სამედიცინო სამართალწარმოების მაღალი სტანდარტების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა.
  4. ევრუპული დირექტივების დანერგვა საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ინტერესების და სპეციფიკის გათვალისწინებით, უპირატესობა ენიჭება უსგ/უპგ ეტაპობრივად განვითარების პრინციპებს,
  5. საერთაშორისო გაიდლაინების ადაპტაციის ხელშეწყობა საქართველოში
  6. ჯანდაცვის სისტემაში ექიმების რეესტრის, „წარჩინების ნიშნის ინსტიტუტის“და არასადამსჯელო ბერკეტების დამკვიდრება .
  7. მეტი ყურადღება სპეციალისტების კვალიფიკაციაზე და არა ღონისძიებების აკრედიტაციაზე.
  8. უსგ/უპგ ორგანიზაციული სტრუქტურის / მართვის განვითარება და უზრუნველყოფა საბაზისო და ხარისხის გაუმჯობესების სტანდარტების გათვალისწინებით.
  9. საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის პრინციპების წახალისების სტიმულირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდიმარე ჩვენ მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთსან.

ka_GEGeorgian

ქ.ლონდონში 21-24.03.24 ჩატარდა მსოფლიო კონგრესი კონტროვერსიები ნევროლოგიაში.

ქ.ლონდონში 21-24.03.24 ჩატარდა მსოფლიო კონგრესი კონტროვერსიები ნევროლოგიაში.კონგრესში მონაწილეობდა წარმომადგენლობითი ქართული დელეგაცია. GAMS-ის წარმომადგენლები გიორგი ჩახავა ( საქართველოს ელჩი, პლენარული სხდომის თავჯდომარე),მირანდა დემურია, მიხეილ სანდლერი, ნანი ბურდული, თემური მარღანია და GAMS-ის სპიკერები მარინა ჯანელიძე, ნანა კვირკველია აქტიურად  იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სექციის მუშაობაში და დისკუსიებში, შედგა შეხვედრები მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.

წევრობის ფორმა

მისამართი,ტელეფონი,ელფოსტა