SSSA

სსსა არის ნებაყოფილობითი, არასამთავრობო, პოლიტიკურად დამოუკიდებელი, ორგანიზაცია, რომელიც შედგება მედიცინის სფეროში მოქმედი პროფესიონალური ორგანიზაციებისა და საზოგადოებებისაგან. ასოციაციის წევრები მონაწილებენ საზოგადო ჯანდაცვის და მედიცინის სხვადასხვა დარგების განვითარებაში.

ჩვენი მრწამსია – ერთად მუშაობა, ჩვენი უნარების, რესურსებისა და ცოდნის გამოყენებით ლოკალური და გლობალური სტრატეგიის შემუშავება, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება

ჩვენი მიდგომაა
• თანამოაზრეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება
• ქართველი ექიმებისათვის მსოფლიოს უახლესი სამეცნიერო ინფომაციის მიწოდება
• ადვოკატირება
• სასწავლო საშუალებების განვითარება
• კონფერენციებში მონაწილეობა
ჩვენ ვეძიებთ
• კოლაბორაციას ქართულ და უცხოურ სამთავრობო და არა-სამთავრობო სამედიცინო ორგანიზაციებთან, რათა გავზარდოთ ჯანდაცვის პროფესიონალთა მომზადების და ჯანდაცვის სამსახურების ოპერირების დონე .
• კოოპერაციას ყველა ევროპულ და მსოფლიო ორგანიზაციებთან,რომელიც ჩართულია დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიონალური განვითარების პროექტებში, რათა უზრუნველვყოთ სამედიცინო სპეციალობათა ავტონომიურობის და თვითრეგულირების მაღალი დონე.

ჩვენთან გაწევრიანების უპირატესობები: ერთად მუშაობით ჩვენ შეიძლება გავხდეთ უფრო ეფექტური მამოძრავებელი ძალა პროგრესული ცვლილებების დასანერგად. ინტერნეტის საშუალებით თქვენ გეძლევათ ახალ ადამიანებთან, იდეებთან და კონცეფციებთან გაცნობის საშუალება.

ყოველწლიური საწევრო ჩვენს ორგანიზაციაში შეადგენს 40 ევროს, რომელიც ხმარდება ვებსაიტის მომსახურებას- დეტალური ინფორმაციით ასოციაციის მოღვაწეობის, წევრების, რეკლამის და სასწავლო მასალების შესახებ. ხარჯები მინიმალურამდეა დაყვანილი წევრების მაქსიმალური მობილიზაციით და ჩართულობით ასოციაციის განვითარებაში.

თქვენ, თქვენი ცოდნა და თქვენი აქტივობა ასოციაციის მთავარი რესურსია.

ჩვენი ხედვა: რეფორმები ჯანდაცვის სისტემაში არარეალურია სამედიცინო განათლების სისტემაში რეორგანიზების გარეშე. ცვლილებები, თუნდაც მცირე, საჭიროებს მოთმინებას, კონსულტაციას, შესაბამის დროს და კეთილგონიერებას.
თანამედროვე მაღალკონკურენტულ გარემოში დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებული, მიზანდასახული და კონკურენტუნარიანი ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას და აყვავებას.

ჩვენი გამოწვევები:
1. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების კურიკულუმების შემდგომი განვითარება, ახალი ინოვაციური კურიკულუმის ჩამოყალიბება
2. საინფორმაციო ტექნოლოგიები და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში
3. ქართველი ექიმების და აკადემიური პერსონალის მობილურობის ხელშეწყობა
4. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნა,ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და კლინიკური საკითხების ინტეგრაცია
5. კვლევებზე დაფუძნებული კლინიკური მეთოდების შემუშავება,კვლევითი სამუშაოების ჩატარება, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიაში
6. უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების შემუშავება
7. შეფასების სისტემის გაუმჯობესება.
8. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მუდმივი სრულყოფის პროცესი და თვითეული სპეციალისტის ჩართვა უწყვეტი სამედიცინო განათლების/პროფესიული განვითარების პროგრამებში

მიზნები:
მუდმივად განვაახლოთ ექიმების ცოდნა და უნარები შემდეგი საშუალებებით
1. სამედიცინო ინფორმაციის თავისუფალი მოძიება და გავრცელება ონლაინ რეჟიმში, სამედიცინო შემთხვევათა გლობალური მონაცეემთა ბაზის შექმნა ალტერნატიული სამედიცინო კონსულტაციის მიღების შესაძლებლობით, სასწავლო და მოსამზადებელი კურსების ჩამოყალიბება, ვიდეო კონფერენციების ჩატარება, სიმპოზიუმების მოწყობა( ნაცონალურ სამედიცინო აკადემიებთან და სამედდიცინო საზოგადოებებთან კოოპერაციაში), უახლესი ინფორმაციის თარგმნა ქართულად
2. გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპულ სამედიცინო და საგანმანათლებლო ცენტრებთან
3. საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობა
4. უცხოელი და ქართველი პაციენტების მობილურობის/მკურნალობის ხელშეწყობა.
“სსსა”დანიშნულებაა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად სათანადო დონის პროფესიული კომპეტენციის მქონე ექიმების მომზადება/საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის დანერგვა და ხელშეწყობა ჯანდაცვის სისტემის სისტემის სრულყოფის/ჩამოყალიბების გზით, რომლის მახასიათებლები იქნება:
ადეკვატურობა-სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და შრომის ბაზრის მოთხოვნებს, დამოუკიდებელი უნდა იყოს კონიუნქტურისაგან, სისტემის შემადგენელი ინსტიტუციური ერთეულების უწყებრივი ინტერესებისაგან;
დინამიურობა- სისტემა ადაპტირებული უნდა იყოს:
– სამედიცინო მეცნიერებისა და პრაქტიკის წინსვლასთან;
– სამედიცინო მომსახურების სისტემის ცვალებად პირობებთან; – საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებთან.
მდგრადობა- სისტემა უნდა დაიგეგმოს მეცნიერულ საფუძვლებზე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური, სტაბილური დაფინანსებით;
ერთიანობა- სისტემის ნებისმიერი კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში აღიარებულ საბაზისო (აუცილებელ მინიმალურ) სტანდარტებს და არსებულ მარეგულირებელ გარემოს;
განვითარებადობა- სისტემას უნდა გააჩნდეს ბერკეტები, რომლებიც შესაძლებელს გახდის მთლიანად სისტემისა და მისი ცალკეული კომპონენტების ფუნქციონირების ხარისხის განუხრელ ზრდას და საბაზისო სტანდარტების თანდათან ამაღლებას.
პროგრამა საკმაოდ ფართომასშტაბიანია და შეიძლება არარეალისტურად ჟღერდეს, მაგრამ ქვაკუთხედი არის შრომის სწორი განაწილება და ძირითადი ინტერესის საკითხებზე ფოკუსირება, ყოველივე ამისათვის ჩვენ თქვენი დახმარება და რჩევები გვესაჭიროება. ასე რომ ასოციაცია მოხარული იქნება თუ თვენგან იქნება კონსტრუქციული წინადადებები და საიტის შინაარსის მონიტორინგი

საუკეთესო სურვილებით ასოციაციის გამგეობა

საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციამ( სსსა) IATP–ს – დახმარებით წამოიყო სამედიციო ინტერნეტ პორტალის შექმნა, რომელიც მოემსახურება ასოციაციის ფართო ინტერესების და მიზნების განხორციელებას და აგრეთვე გახდება ინტერნეტ პორტალი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.
შესაძლებლობისგან გამომდინარე ასოციაცია აპირებს ჩამოაყალიბოს ქართული ონ–ლაინ საინფორმაციო სერვისები. ინტერესის კიდევ ერთ სფეროს წარმოადგენს დისტანციური სწავლების ტრანსნაციონალური საგანმათლებლო პროგრამების ჩამოყალიბება
ჩვენი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამოაზროვნე სამედიცინო პროფესიონალებისა და განმანათლებლების მხარდაჭერას. ისევე როგორც სხვა რეგიონებში ჩვენთან ასეთი მიდგომა ჯერ კიდევ ძალიან ახალი და რადიკალურია. შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ სხვათა მოსაზრება და გავეცნოთ მათ გამოცდილებას. დავუკაშირდეთ აღნიშნული საქმის ენთუზიასტებს და მივიღოთ რეკომენდაციები მათგან სწორი მიმართულების არჩევაში.
შესაბამისად, სსსა შექმნის ინიციატივა რომელიც განხორციელბის პროცესშია განსაკუთრებით მიმზიდველია ჩვენთვის, ვინაიდან ის შეასრულებს „სამედიცინო საინფორმაციო ცენტრის“ ფუნქციას. უახლოეს მომავალში როგორც ამ პროექტის ნაწილი დაგეგმილია კონფერენციები და მუშა შეხვედრები, რაც ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლლას, ახალი იდეების გენერირებას. მოგვაწოდეთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციების, პროექტების და ღონისძიებების შესახებ .

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის გამგეობა

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია“სსსა” არის ექიმთა არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექიმთა კონსოლიდაციას და ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში, ეხმარება საქართველოში და მის გარეთ მოღვაწე ექიმებს ხარისხიანი უწყვეტი პროფესიული განათლების მიღებაში/საუკეთესო მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაკტიკის დანერგვაში. სსსა-ს (თავდაპირველად „ჯიმა”) შექმნის იდეა დაიბადა ქ. ტელ-ავივის უნივერსიტეტშის სამედიცინო ფაკულტეტზე გიორგი ჩახავას და ნინო კანდელაკის დიპლომისშემდგომი სამედიცინო სტაჟირების დროს.
2006 წლის გაზაფხულზე ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის გამგეობის რჩევით ძველი სახელი „ჯიმა“ შეიცვალა სახელით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია“სსსა” და ნოემბერში სსსა ისრაელის სამედიცინო ასოციაციასთან ერთად მიღებული იქნა ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირში ასოციირებული წევრის სტატუსით, ხოლო 2010 წლის გაზაფხულზე გახდა ევროპის სამედიცინო ასოციაციის ინსტიტუციური წევრი.
ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენების შედეგად უამრავმა ქართველმა ექიმმა მიაშურა უცხოეთს განათლების მისაღებად. მათი ნაწილი დარჩა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ. უმეტესობა ოცნებობს სამშობლოში დაბრუნებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ქართველი ექიმებისთვის სამშობლოში სამუშაო გარემოს-პირობების ხელშეწყობა და ღირსების დაცვა. ქვეყნის ხელისუფლების, საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი პრიორიტეტი ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრაციაა, რაც მეტად მრავალმხრივი, რთული, შრომატევადი პროცესია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური სფეროს თითოეული რგოლის უდიდესი ძალისხმევა და ყოველდღიური მიზანმიმართული საქმიანობა ესაჭიროება.
უახლესი გეგმები:
· უწყვეტი სამედიცინო განათლების სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტების საქართველოში დანერგვა.
· სხვადასვა საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებში გაერთიანება.
· წამყვანი უცხოელი კოლეგების მოწვევა , დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიონალური სწავლების ხელშეწყობა.
· სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზაცია, მოწვეული სპეციალისტების მიერ პაციენტებისათვის უფასო სამედიცინო დახდახმარების ორგანიზაცია, ქირურგიული ოპერაციები, კონსულტაციები და სხვ.
. ტელემედიცინა, მეორადი აზრი, დისტანციური სწავლება ,სამედიცინო გამოფენების მოწყობა.

საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია: წესები და რეგულირება
სსსა 2005

თავი 1 : ზოგადი რეგულირება
საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია (სსსა) შემდგომში ასოციაცია დაარსებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის(კანონმდენლობის) შესაბამისად.
ასოციაცია ახორციელებს საკუთარ მოღვაწეობას ზემოთაღნიშნული კოდექსის, საქართველოს არსებული კანონების, საკუთარი წესების და მარეგულირებელი აქტების საფუძველზე.
1.1 ასოციაციის სახელი „სსსა“ – საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია თავისი რეგისტრაციის მომენტიდან ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ ერთეულს რომელსაც აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბალანსი და საკუთრება, ფულად ოპერაციებს კი ახორციელებს საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო ინსტიტუტების წესების მიხედვით
1.2 ასოციაციას შეუძლია დაიცვას და წარმოადგინოს მისი წევრების კანონიერი ინტერესები სამთავრობო დაწესებულებებში, საკანონგმდებლო ორგანოებში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.
1.3 საზოგადოებას შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი სექციები, წარმომადგენლობები, დეპარტამენტები და ორგანიზაციები, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
1.4 საზოგადოებას შეუძლია შეიძინოს საკუთრება და არა მესაკუთრის უფლებები, აიღოს ვალდებულებები, წარდგეს სასამართლოში
1.5 ასოციაციას აქვს ბეჭედი თავისი სახელითა და ემბლემით, ყველა საჭირო ატრიბუტით
1.6 ასოციაცია პასუხისმგებელია ვალდებულებებზე თავისი საკუთრების ფარგლებში.
1.7 ასოციაცია დაარსებულია განუსაზღვრელი დროით
1.8 ასოციაცია ახორციელებს თავის მოღვაწეობას საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში
1.9 ასოციაციის მისამართია: თბილისი, კოსტავას ქუჩა 76/56

თავი 2 : ასოციაციის მოღვაწეების მიზნები და მისწრაფებები
ასოციაციის მიზანია საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარება, დაავადებათა მართვის და პრევენციის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, პროფესიონალური ზრდის ხელშეწყობა, სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს და პროფესიონალური კონტაქტების დამყარება საზღვარგარეთის ქვეყნებთან, სამთავრობო და არასამთავრობო, პროფესიულ და სხვა სამედიცინო ორგანიზაციებთან, სამედიცინო რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა

ამისათვის ასოციაცია ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
2.1 ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, აღნიშნული მიზნისათვის საზღვარგარეთის ანალოგიური ორგანიზაციებთან კოოპერაციის დამყარება.
2.2 საერთაშორისო( ევროპა,მსოფლიო) და რეგიონალური პროფილური ორგანიზაციების დახმარებით სპეციალისტების ტრენინგის უზრუნველყოფა, ორმხრივი მულტიცენტრული სამეცნიერო მუშაობის უცხოურ პროფილურ ორგანიზაციებთან ხელშეწყობა/ორგანიზება
2.3 სამედიცინო კონფერენციებისა და სემინარების, სამეცნიერო კონფერენციების მასალების ორგანიზება,პუბლიკაცია/ გავრცელება, საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო / სამედიცინო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება
2.4 ინფორმაციის გაცვლა საზღვარგარეთის მოწინავე სამედიცინო და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუტებთან / ცენტრებთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცენტრალურ და რეგიონალურ სტრუქტურებთან
2.5 ტრეინინგ პროგრამებისა და ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნების რეალიზებისათვის ასოციაცია ითვალისწინებს კოოპერაციას ყველა ფიზიკურ და იურიდიულ ერთეულთან რომელთა მისწრაფებები ემთხვევა ასოციაციის მიზნებს და შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

თავი 4: ასოციაციის წევრობა
4.1 ასოციაციის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები, ასოციაციის წევრობა არის ნებაყოფილობითი.
4.2 საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს ასოციაციის წევრი თუკი ის იზიარებს ასოციაციის წესებს , მსოფლმხედველობას, წესებს და მარეგულირებელ აქტებს. შეუძლებელია ასოციაციის წევრობის მიღება როგორც მემკვიდრეობით, ასევე გადაცემა მესამე პირზე
4.3 საზოგადოების საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს წევრობის შესახებ
4.4 საზოგადოების წევრს უფლება აქვს:
– მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების აქტივობაში და არჩეული იყოს მარეგულირებელ ორგანოში
– მიიღოს უპირატესობა საზოგადოების მიერ წარმოებულ პროგრამებში
– მიიგოს დახმარება და მატერიალური მხარდაჭერა ასოციაციისგან საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად
4.5 ამავდროულად იყოს ნებისმიერი საზიგადოეებრივი ორგანიზაციის წევრი ასოციაციის წევრი ვალდებულია:
– მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის აქტივობაში, გამოიჩინოს ინიციატივა და ხელი შეუწყოს ასოციაციის მიზნების წარმატებულ რეალიზაციას
– პოპულარიზაცია გაუწიოს ასოციაციის მიზნებს და ამოცანებს
– გადაიხადოს ასოციაციაში გაწევრიანების და ყოველწლიური საწევრო გადასახადი
4.6 ასოციაციის კოლექტიური წევრები შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები და ინსტიტუტები, ნებისმიერი ფორმისა და რაოდენობის საკუთრების მქონე, ქართული და უცხოური ორგანიზაციები, ფონდები, გაერთიანებები რომლებიც ეთანხმებიან ასოციაციის წესებს და იხდიან ასოციაციაში გაწევრიანების და ყოველწლიურ საწევრო გადასახადს.
4.7 იმ შემთხვევაში თუ ასოცოციაციის წევრი არ მონაწილეობს ასოციაციის აქტივობაში, არ იხდის საწევროს და ავრცელებს ასოციაციის კონფიდენციალურ ინფორმაციას გარიცხული იქნება ასოციაციიდან
4.8 ასოციაციის წევრები პასუხისმგებელნი არიან ასოციაციის ვალდებულებებზე, ხოლო ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი მისი წევრების ვალდებულებებზე

თავი 5: ასოციაციის სტრუქტურა
5.1 ასოციაციის უმაღლესი ორგანო არის მისი წევრების ყრილობა რომელიც ტარდება ყოველწლიურად მისი მარეგულირებელი საბჭოს მიერ, ასოციაციის რიგგარეშე ყრილობა შეიძლება მოწვეული იქნას მისი წევრების 1/10 ის მიერ მისი განრიგისა და მიზნების მითითებით.
5.2 ასოციაციის წევრები გაფრთხილებული უნდა იყვნენ ყრილობის შესახებ ორი კვირით ადრე წერილობითი ფორმით ან ინფორმაციის მოთავსებით ასცოციაციის მედია საშუალებებში
5.3 ყრილობა ლეგიტიმურია თუ მას ესწრება წევრების უმრავლესობა, გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმის მიცემის მეშვეობით
5.4 გენერალური ყრილობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
– ასოციაციის ქმედების ძირითადი მიმართულების შესახებ
– შეიტანოს ცვლილებები და შესწორებები ასოციაციის წესებში და მარეგულირებელ აქტებში
– აირჩიოს საბჭო
– მოუსმინოს საბჭოს და მიიღოს მისი გადაწყვეტილებები
– მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის დაშლისა და რეორგანიზაციის შესახებ
5.5 ასოციაციის ყრილობებს შორის ძირითადი მმართველი ორგანო არის ასოციაციის გამგეობის საბჭო
5.6 გამგეობის შეკრება ხდება ყოველთვიურად, მისი რიგგარეშე მოწვევა შეუძლია მისი წევრების 1/3
5.7 გამგეობა პასუხისმგებელია ასოციაციის მართვაზე
5.8 გამგეობის გადაწყვეტილება მიიღება მისი წევრების 2/3 მიერ ხმის მიცემით
5.9 გამგეობის წევრებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება რომელიც შეეხება ასოციაციის წესებსა და მარეგულირებელ აქტებს წყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ან/ თუ ასეთი არ შედგა- სასამართლოში
5.10 გამგეობა ირჩევს მის ხელმძღვანელს
5.11 გამგეობა უფლებამოსილია
– განსაზღვროს ასოციაციის მოღვაწეობის სტრატეგიული მიმართულებები
– ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია
– განსაზღვროს წევრობის წესები და საწევრო გადასახადი
– განსაზღვროს დონორთა სტატუსი და მათი მონაწილეობის ხარისხი ასოციაციაში
– მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებიც წარმოიშობა ყრილობებს შორის ან არ შედიან ყრილობის კომპეტენციაში
5.12 ასოციაციის გამგეობა შედგება 5 წევრისაგან რომლებიც არჩეული არიან 3 წლის პერიოდით
5.13 ასოციაციის მიმდინარე ქმედებები ხორციელდება მისი ხელმძღვანელის მიერ
რომელიც წარმოადგენს ასოციაციას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ
5.14 გამგეობის ხელმძღვანელი:
– აფორმებს ხელშეკრულებებს
– აძლევს ნებართვებს
– აწარმოებს მოლაპარაკებებს
– ახდენს საბანკო ანგარიშების გახსნას და დახურვას
– გამგეობასთან შეთანხმებით მართავს ასოციაციის ქონებას და საკუთრებას
– ხელს აწერს ფინანსურ და სხვა ტიპის დოკუმენტებს

 

თავი 6: ასოციაციის საკუთრება და შემოსავლის წყაროები
6.1 ასოციაციას შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ტიპის საკუთრება გარდა ბრუნვიდან ამოღებულისა.
6. 2 თავისი მიზნების განსახორციელებლად ასოციაციამ შეიძლება მიიღოს დახმაარება დონორებისგან, აღჭურვილობის, ავეჯის, სასწავლო მასალების და სხვა ტექნიკური კოოპერაციის სახით
6.3 ასოციაციის ფინანსური რესურსები დგება : საწევრო გადასახადიდან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებული დონაციებით, აგრეთვე სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობით მიღებული კანონიერი შემოსავლებისაგან
6.4 ასოციაციის შემოსავალი უნდა მოხმარდეს ასოციაციის მიზნების განხორციელებას და არ უნდა გაუნაწილდეს მის წევრებს.

თავი 7. ასოციაციის ინდუსტრიული აქტივობა

7.1 ასოციაციას აქვს უფლება განახორციელოს ინდუსტიული აქტივობა
7.2 ასოციაციას აქვს უფლება ჩამოაყალიბოს წარმოება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად
7.3 ასოციაციის საწარმოო წელი იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკენბერს
გამონაკლისია დაწყების წელი როცა ვადა იწყება რეგისტრაციის ვადით და მთავრდება 31 დეკემბერს

თავი 8. ასოციაციის დაშლა და რეორგანიზება
8.1 ასოციაციის მოღვაწეობის შეწყვეტა ხორციელდება მისი დაშლის ან რეორგანიზების ფორმით
8.2 ასოციაციის დაშლა შეიძლება მოხდეს შემდეგი მიზეზებით:
– გაკოტრება ან რეგისტრაციის შეჩერება
– თუკი ასოციაცია ძირითადად სამეწარმეო საქმიანობაზე გადავიდა
– თუკი ასეთი გადაწვეტილება გენერალურ ყრილობაზე იქნა მიღებული
8.3 დაშლა შეიძლება განხორციელდეს გამგეობის მიერ, თუკი
არსებობს უთანხმოება გამგეობის წევრებს შორის ასოციაციის დაშლასთან დაკავშირებით, დაშლა განხორციელდება სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენელის მიერ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
8.5 ასოციაციის დაშლის შემთხვევაში მიმდინარე საქმიანობა უნდა შეწყდეს, კრედიტორები დაკმაყოფილებული იქნენ, საკუთრების დარჩენილი ნაწილი განსაკარგავად გადაეცეს სასამართლოს რომელმაც ზემოთაღნიშნული შეიძლება გადასცეს მსგავსი ტიპის ორგანიზაციას, საქველმოქმედო ორგანიზაციას, სახელმწიფოს.
8.6 ასოციაციის დაშლა და მისი ქმედებების შეწყვეტა ძალაში შედის იმ მომენტიდან,
როდესაც რეგისტრაციის სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო რეესტრიდან ასოციაციის ამოღების შესახებ

ასოციაციის მიზნები „განათლება უკეთესი მომავლისათვის“

სსსა არის ნებაყოფილობითი, არასამთავრობო, პოლიტიკურად დამოუკიდებელი, ორგანიზაცია, რომელიც შედგება მედიცინის სფეროში მოქმედი პროფესიონალური ორგანიზაციებისა და საზოგადოებებისაგან. ასოციაციის წევრები მონაწილებენ საზოგადო ჯანდაცვის და მედიცინის სხვადასხვა დარგების განვითარებაში.

ჩვენი მრწამსია – ერთად მუშაობა, ჩვენი უნარების, რესურსებისა და ცოდნის გამოყენებით ლოკალური და გლობალური სტრატეგიის შემუშავება, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება

ჩვენი მიდგომაა
• თანამოაზრეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება
• ქართველი ექიმებისათვის მსოფლიოს უახლესი სამეცნიერო ინფომაციის მიწოდება
• ადვოკატირება
• სასწავლო საშუალებების განვითარება
• კონფერენციებში მონაწილეობა
ჩვენ ვეძიებთ
• კოლაბორაციას ქართულ და უცხოურ სამთავრობო და არა-სამთავრობო სამედიცინო ორგანიზაციებთან, რათა გავზარდოთ ჯანდაცვის პროფესიონალთა მომზადების და ჯანდაცვის სამსახურების ოპერირების დონე .
• კოოპერაციას ყველა ევროპულ და მსოფლიო ორგანიზაციებთან,რომელიც ჩართულია დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიონალური განვითარების პროექტებში, რათა უზრუნველვყოთ სამედიცინო სპეციალობათა ავტონომიურობის და თვითრეგულირების მაღალი დონე.

ჩვენთან გაწევრიანების უპირატესობები: ერთად მუშაობით ჩვენ შეიძლება გავხდეთ უფრო ეფექტური მამოძრავებელი ძალა პროგრესული ცვლილებების დასანერგად. ინტერნეტის საშუალებით თქვენ გეძლევათ ახალ ადამიანებთან, იდეებთან და კონცეფციებთან გაცნობის საშუალება.

ყოველწლიური საწევრო ჩვენს ორგანიზაციაში შეადგენს 40 ევროს, რომელიც ხმარდება ვებსაიტის მომსახურებას- დეტალური ინფორმაციით ასოციაციის მოღვაწეობის, წევრების, რეკლამის და სასწავლო მასალების შესახებ. ხარჯები მინიმალურამდეა დაყვანილი წევრების მაქსიმალური მობილიზაციით და ჩართულობით ასოციაციის განვითარებაში.

თქვენ, თქვენი ცოდნა და თქვენი აქტივობა ასოციაციის მთავარი რესურსია.

ჩვენი ხედვა: რეფორმები ჯანდაცვის სისტემაში არარეალურია სამედიცინო განათლების სისტემაში რეორგანიზების გარეშე. ცვლილებები, თუნდაც მცირე, საჭიროებს მოთმინებას, კონსულტაციას, შესაბამის დროს და კეთილგონიერებას.
თანამედროვე მაღალკონკურენტულ გარემოში დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებული, მიზანდასახული და კონკურენტუნარიანი ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას და აყვავებას.

ჩვენი გამოწვევები:
1. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების კურიკულუმების შემდგომი განვითარება, ახალი ინოვაციური კურიკულუმის ჩამოყალიბება
2. საინფორმაციო ტექნოლოგიები და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში
3. ქართველი ექიმების და აკადემიური პერსონალის მობილურობის ხელშეწყობა
4. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნა,ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და კლინიკური საკითხების ინტეგრაცია
5. კვლევებზე დაფუძნებული კლინიკური მეთოდების შემუშავება,კვლევითი სამუშაოების ჩატარება, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიაში
6. უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების შემუშავება
7. შეფასების სისტემის გაუმჯობესება.
8. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მუდმივი სრულყოფის პროცესი და თვითეული სპეციალისტის ჩართვა უწყვეტი სამედიცინო განათლების/პროფესიული განვითარების პროგრამებში

მიზნები:
მუდმივად განვაახლოთ ექიმების ცოდნა და უნარები შემდეგი საშუალებებით
1. სამედიცინო ინფორმაციის თავისუფალი მოძიება და გავრცელება ონლაინ რეჟიმში, სამედიცინო შემთხვევათა გლობალური მონაცეემთა ბაზის შექმნა ალტერნატიული სამედიცინო კონსულტაციის მიღების შესაძლებლობით, სასწავლო და მოსამზადებელი კურსების ჩამოყალიბება, ვიდეო კონფერენციების ჩატარება, სიმპოზიუმების მოწყობა( ნაცონალურ სამედიცინო აკადემიებთან და სამედდიცინო საზოგადოებებთან კოოპერაციაში), უახლესი ინფორმაციის თარგმნა ქართულად
2. გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპულ სამედიცინო და საგანმანათლებლო ცენტრებთან
3. საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობა
4. უცხოელი და ქართველი პაციენტების მობილურობის/მკურნალობის ხელშეწყობა.
“სსსა”დანიშნულებაა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად სათანადო დონის პროფესიული კომპეტენციის მქონე ექიმების მომზადება/საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის დანერგვა და ხელშეწყობა ჯანდაცვის სისტემის სისტემის სრულყოფის/ჩამოყალიბების გზით, რომლის მახასიათებლები იქნება:
ადეკვატურობა-სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და შრომის ბაზრის მოთხოვნებს, დამოუკიდებელი უნდა იყოს კონიუნქტურისაგან, სისტემის შემადგენელი ინსტიტუციური ერთეულების უწყებრივი ინტერესებისაგან;
დინამიურობა- სისტემა ადაპტირებული უნდა იყოს:
– სამედიცინო მეცნიერებისა და პრაქტიკის წინსვლასთან;
– სამედიცინო მომსახურების სისტემის ცვალებად პირობებთან;

– საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებთან.
მდგრადობა- სისტემა უნდა დაიგეგმოს მეცნიერულ საფუძვლებზე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური, სტაბილური დაფინანსებით;
ერთიანობა- სისტემის ნებისმიერი კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში აღიარებულ საბაზისო (აუცილებელ მინიმალურ) სტანდარტებს და არსებულ მარეგულირებელ გარემოს;
განვითარებადობა- სისტემას უნდა გააჩნდეს ბერკეტები, რომლებიც შესაძლებელს გახდის მთლიანად სისტემისა და მისი ცალკეული კომპონენტების ფუნქციონირების ხარისხის განუხრელ ზრდას და საბაზისო სტანდარტების თანდათან ამაღლებას.
პროგრამა საკმაოდ ფართომასშტაბიანია და შეიძლება არარეალისტურად ჟღერდეს, მაგრამ ქვაკუთხედი არის შრომის სწორი განაწილება და ძირითადი ინტერესის საკითხებზე ფოკუსირება, ყოველივე ამისათვის ჩვენ თქვენი დახმარება და რჩევები გვესაჭიროება.


ასე რომ ასოციაცია მოხარული იქნება თუ თვენგან იქნება კონსტრუქციული წინადადებები და საიტის შინაარსის მონიტორინგი


საუკეთესო სურვილებით ასოციაციის გამგეობა

 

ka_GEGeorgian

ქ.ლონდონში 21-24.03.24 ჩატარდა მსოფლიო კონგრესი კონტროვერსიები ნევროლოგიაში.

ქ.ლონდონში 21-24.03.24 ჩატარდა მსოფლიო კონგრესი კონტროვერსიები ნევროლოგიაში.კონგრესში მონაწილეობდა წარმომადგენლობითი ქართული დელეგაცია. GAMS-ის წარმომადგენლები გიორგი ჩახავა ( საქართველოს ელჩი, პლენარული სხდომის თავჯდომარე),მირანდა დემურია, მიხეილ სანდლერი, ნანი ბურდული, თემური მარღანია და GAMS-ის სპიკერები მარინა ჯანელიძე, ნანა კვირკველია აქტიურად  იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სექციის მუშაობაში და დისკუსიებში, შედგა შეხვედრები მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.

წევრობის ფორმა

მისამართი,ტელეფონი,ელფოსტა