საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია“სსსა” არის ექიმთა არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექიმთა კონსოლიდაციას და ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში, ეხმარება საქართველოში და მის გარეთ მოღვაწე ექიმებს ხარისხიანი უწყვეტი პროფესიული განათლების მიღებაში/საუკეთესო მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაკტიკის დანერგვაში. სსსა-ს (თავდაპირველად „ჯიმა”) შექმნის იდეა დაიბადა ქ. ტელ–ავივის უნივერსიტეტშის სამედიცინო ფაკულტეტზე გიორგი ჩახავას და ნინო კანდელაკის დიპლომისშემდგომი სამედიცინო სტაჟირების დროს.
2006 წლის გაზაფხულზე ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის გამგეობის რჩევით ძველი სახელი „ჯიმა“ შეიცვალა სახელით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია“სსსა” და ნოემბერში სსსა ისრაელის სამედიცინო ასოციაციასთან ერთად მიღებული იქნა ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირში ასოციირებული წევრის სტატუსით, ხოლო 2010 წლის გაზაფხულზე გახდა ევროპის სამედიცინო ასოციაციის და ევროპის უსგ/უპგ ფორუმის ინსტიტუციური წევრი.
ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენების შედეგად უამრავმა ქართველმა ექიმმა მიაშურა უცხოეთს განათლების მისაღებად. მათი ნაწილი დარჩა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ. უმეტესობა ოცნებობს სამშობლოში დაბრუნებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ქართველი ექიმებისთვის სამშობლოში სამუშაო გარემოს-პირობების ხელშეწყობა და ღირსების დაცვა. ქვეყნის ხელისუფლების, საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი პრიორიტეტი ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრაციაა, რაც მეტად მრავალმხრივი, რთული, შრომატევადი პროცესია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური სფეროს თითოეული რგოლის უდიდესი ძალისხმევა და ყოველდღიური მიზანმიმართული საქმიანობა ესაჭიროება.
უახლესი გეგმები:
ჩვენ გიპასუხებთ არაუგვიანეს 48 საათში.
სსსა არის ნებაყოფილობითი, არასამთავრობო, პოლიტიკურად დამოუკიდებელი, ორგანიზაცია, რომელიც შედგება მედიცინის სფეროში მოქმედი პროფესიონალური ორგანიზაციებისა და საზოგადოებებისაგან. ასოციაციის წევრები მონაწილებენ საზოგადო ჯანდაცვის და მედიცინის სხვადასხვა დარგების განვითარებაში.
ჩვენი მრწამსია – ერთად მუშაობა, ჩვენი უნარების, რესურსებისა და ცოდნის გამოყენებით ლოკალური და გლობალური სტრატეგიის შემუშავება, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება
ჩვენი მიდგომაა
თანამოაზრეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება
ქართველი ექიმებისათვის მსოფლიოს უახლესი სამეცნიერო ინფომაციის მიწოდება
ადვოკატირება
სასწავლო საშუალებების განვითარება
კონფერენციებში მონაწილეობა
ჩვენ ვეძიებთ
კოლაბორაციას ქართულ და უცხოურ სამთავრობო და არა-სამთავრობო სამედიცინო ორგანიზაციებთან, რათა გავზარდოთ ჯანდაცვის პროფესიონალთა მომზადების და ჯანდაცვის სამსახურების ოპერირების დონე .
კოოპერაციას ყველა ევროპულ და მსოფლიო ორგანიზაციებთან,რომელიც ჩართულია დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიონალური განვითარების პროექტებში, რათა უზრუნველვყოთ სამედიცინო სპეციალობათა ავტონომიურობის და თვითრეგულირების მაღალი დონე.
ჩვენთან გაწევრიანების უპირატესობები: ერთად მუშაობით ჩვენ შეიძლება გავხდეთ უფრო ეფექტური მამოძრავებელი ძალა პროგრესული ცვლილებების დასანერგად. ინტერნეტის საშუალებით თქვენ გეძლევათ ახალ ადამიანებთან, იდეებთან და კონცეფციებთან გაცნობის საშუალება.
ყოველწლიური საწევრო ჩვენს ორგანიზაციაში შეადგენს 40 ევროს, რომელიც ხმარდება ვებსაიტის მომსახურებას- დეტალური ინფორმაციით ასოციაციის მოღვაწეობის, წევრების, რეკლამის და სასწავლო მასალების შესახებ. ხარჯები მინიმალურამდეა დაყვანილი წევრების მაქსიმალური მობილიზაციით და ჩართულობით ასოციაციის განვითარებაში.
თქვენ, თქვენი ცოდნა და თქვენი აქტივობა ასოციაციის მთავარი რესურსია.
ჩვენი ხედვა: რეფორმები ჯანდაცვის სისტემაში არარეალურია სამედიცინო განათლების სისტემაში რეორგანიზების გარეშე. ცვლილებები, თუნდაც მცირე, საჭიროებს მოთმინებას, კონსულტაციას, შესაბამის დროს და კეთილგონიერებას.
თანამედროვე მაღალკონკურენტულ გარემოში დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებული, მიზანდასახული და კონკურენტუნარიანი ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას და აყვავებას.
ჩვენი გამოწვევები:
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების კურიკულუმების შემდგომი განვითარება, ახალი ინოვაციური კურიკულუმის ჩამოყალიბება
საინფორმაციო ტექნოლოგიები და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში
ქართველი ექიმების და აკადემიური პერსონალის მობილურობის ხელშეწყობა
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შექმნა,ფუნდამენტური ბიოსამედიცინო და კლინიკური საკითხების ინტეგრაცია
კვლევებზე დაფუძნებული კლინიკური მეთოდების შემუშავება,კვლევითი სამუშაოების ჩატარება, განსაკუთრებით ეპიდემიოლოგიაში
უცხოელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების შემუშავება
შეფასების სისტემის გაუმჯობესება.
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მუდმივი სრულყოფის პროცესი და თვითეული სპეციალისტის ჩართვა უწყვეტი სამედიცინო განათლების/პროფესიული განვითარების პროგრამებში
მიზნები:
მუდმივად განვაახლოთ ექიმების ცოდნა და უნარები შემდეგი საშუალებებით
სამედიცინო ინფორმაციის თავისუფალი მოძიება და გავრცელება ონლაინ რეჟიმში, სამედიცინო შემთხვევათა გლობალური მონაცეემთა ბაზის შექმნა ალტერნატიული სამედიცინო კონსულტაციის მიღების შესაძლებლობით, სასწავლო და მოსამზადებელი კურსების ჩამოყალიბება, ვიდეო კონფერენციების ჩატარება, სიმპოზიუმების მოწყობა( ნაცონალურ სამედიცინო აკადემიებთან და სამედდიცინო საზოგადოებებთან კოოპერაციაში), უახლესი ინფორმაციის თარგმნა ქართულად
გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპულ სამედიცინო და საგანმანათლებლო ცენტრებთან
საერთაშორისო კონფერენციების მასპინძლობა
უცხოელი და ქართველი პაციენტების მობილურობის/მკურნალობის ხელშეწყობა.
“სსსა”დანიშნულებაა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად სათანადო დონის პროფესიული კომპეტენციის მქონე ექიმების მომზადება/საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის დანერგვა და ხელშეწყობა ჯანდაცვის სისტემის სისტემის სრულყოფის/ჩამოყალიბების გზით, რომლის მახასიათებლები იქნება:
ადეკვატურობა–სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ და შრომის ბაზრის მოთხოვნებს, დამოუკიდებელი უნდა იყოს კონიუნქტურისაგან, სისტემის შემადგენელი ინსტიტუციური ერთეულების უწყებრივი ინტერესებისაგან;
დინამიურობა– სისტემა ადაპტირებული უნდა იყოს:
– სამედიცინო მეცნიერებისა და პრაქტიკის წინსვლასთან;
– სამედიცინო მომსახურების სისტემის ცვალებად პირობებთან;
– საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებთან.
მდგრადობა– სისტემა უნდა დაიგეგმოს მეცნიერულ საფუძვლებზე და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური, სტაბილური დაფინანსებით;
ერთიანობა– სისტემის ნებისმიერი კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში აღიარებულ საბაზისო (აუცილებელ მინიმალურ) სტანდარტებს და არსებულ მარეგულირებელ გარემოს;
განვითარებადობა– სისტემას უნდა გააჩნდეს ბერკეტები, რომლებიც შესაძლებელს გახდის მთლიანად სისტემისა და მისი ცალკეული კომპონენტების ფუნქციონირების ხარისხის განუხრელ ზრდას და საბაზისო სტანდარტების თანდათან ამაღლებას.
პროგრამა საკმაოდ ფართომასშტაბიანია და შეიძლება არარეალისტურად ჟღერდეს, მაგრამ ქვაკუთხედი არის შრომის სწორი განაწილება და ძირითადი ინტერესის საკითხებზე ფოკუსირება, ყოველივე ამისათვის ჩვენ თქვენი დახმარება და რჩევები გვესაჭიროება.
ასე რომ ასოციაცია მოხარული იქნება თუ თვენგან იქნება კონსტრუქციული წინადადებები და საიტის შინაარსის მონიტორინგი
საუკეთესო სურვილებით ასოციაციის გამგეობა
ქ.ლონდონში 21-24.03.24 ჩატარდა მსოფლიო კონგრესი კონტროვერსიები ნევროლოგიაში.კონგრესში მონაწილეობდა წარმომადგენლობითი ქართული დელეგაცია. GAMS-ის წარმომადგენლები გიორგი ჩახავა ( საქართველოს ელჩი, პლენარული სხდომის თავჯდომარე),მირანდა დემურია, მიხეილ სანდლერი, ნანი ბურდული, თემური მარღანია და GAMS-ის სპიკერები მარინა ჯანელიძე, ნანა კვირკველია აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სექციის მუშაობაში და დისკუსიებში, შედგა შეხვედრები მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.