ამჟამად მიმდინარეობს ასოციაციის რეორგანიზაცია და რებრენდინგი. ჩვენი ასოციაციის დროებითი გამგეობის-საბჭოს წევრები არიან პროფესორები: სერგო თაბაგარი, ნინო თაბაგარი, მიხეილ ოკუჯავა, ილია ნადარეიშვილი.
საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია შეიქმნა 2006 წელს, როგორც არასამთავრობო და არამომგებიანი სამედიცინო ასოციაცია, რომლის მიზანია ექიმებსა და სამედიცინო პროფილის სპეციალისტთა შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება, სამედიცინო რეგულირების პრობლემური საკითხების განხილვა, დამუშავება და ინფორმაციის მიწოდება, უწყვეტი სამედიცინო განათლების და მუდმივი პროფესიული განვითარების პრინციპების პოპულარიზება ქართველ ექიმებს შორის, ჯანდაცვის სისტემაში მსოფლიო წამყვანი ქვეყნების გამოცდილების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა საქართველოში.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სსსა (GAMS) არის ევროპული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ევროპის სამედიცინო სპეციალობათა გაერთიანებასთან ხელშეკრულების საფუძველზე -საქართველოს სამედიცონო სპეციალობების ასოციაციას ასევე მიენიჭა უფლება წარადგინოს საქართველოდან ორ-ორი წარმომადგენელი ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის სამედიცინო სპეციალობების სხვადასხვა სექციებში (რაც ითვალისწინებს ევროპული აკრედიტაციის პროცესში, ევროპული დიპლომისშემდგომი კურიკულუმის გნვითარება/იმპლემენტაციაში ჩვენი წამყვანი ექიმების უფრო აქტიურ ჩართულობას) და მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიების პირველად ექსპერტიზაში სპეციალობის შესაბამის სექციასთან ერთად. ჩვენი ასოციაცია გამოდის სამედიცინო თვითმმართველობის სტრუქტურის ექიმების/ექთნების რეგისტრის შექმნის, დიპლომისშემდგომი/უწყვეტი სამედიცინო განათლების რეფორმირების პროექტის ინიციატივით საქართველოში, რაც ითვალისწინებს სწავლების პროცესის გაუმჯობესებას ინტეგრირებული სამედიცინო განათლების, შემთხვევაზე ორიენტირებული სწავლების დანერგვის გზით, სწავლების, სწავლის და შეფასების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას. დიპლომისშემდგომი /უწყვეტი განათლების გარდაქმნა უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (GAMS) წევრები აქტიურ მუშაობას ეწევიან ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა შეხვედრებსა და სემინარებზე. ამის ნათელი მაგალითებია ამის მაგალითებია:
აღსანიშნავია GAMS-ის მე-III,IV , V, VI, VII საერთაშორისო კონფერენციები „ მულტიდისციპლინური მიდგომები ნევროლოგიაში“ 12.08.2017, “ ნევროლოგიის და ფსიქიატრიის აქტუალური საკითხები“ 24.02.2018, “ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა: თანამედროვე მიდგომები“ 28-29.09.2019 დ.ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, ი ბერიტაშვილის ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ( სიეტლი), ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 12.02.22 პირველი ჰიბრიდული კონფერენცია მრგვალი მაგიდა “გამოწვევები ნეირომეცნიერებაში და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში COVID 19 ინფექციის დროს -ახალი მიდგომები“, 19.11.2022 თელავი, დ.ტვილდიანის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, “ტკივილის და კოგნიტური დარღვევების მართვა მტკიცებითი და პერსონალური მედიცინის ეპოქაში”, ყურადსაღებია, რომ აღნიშბნული აქტივობების განხორციელებაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციას აქტიურ დახმარებას უწევს ევროპის სამედიცინო სპეციალობათა კავშირი, რომელიც წარმოადგენს ერთიანი ევროპის ძირითად და წამყვან მარეგულირებელ სამედიცინო გაერთიანებას და ევროპის სამედიცინო ასოციაცია( EMA), დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების/უწყვეტი პროფესიული განათლების ევროპული ფორუმი (European CME/CPD Forum) და ევროპის სამედიცინო ასოციაცია (European Medical Association EMA).
საქართველოდან სპეციალისტების UEMS-ის სექციების მუშაობაში მაგალითებია:
რელევანტური პუბლიკაციები:
Nadareishvili, I.; Bazas, T.; Petrosillo, N.; Berce, V.; Firth, J.; Mansilha, A.; Leventer, M.; Renieri, A.; Zampolini, M.; Papalois, V. The Medical Community’s Role in Communication Strategies during Health Crises—Perspective from European Union of Medical Specialists (UEMS). Infect. Dis. Rep. 2023, 15, 370-376. https://doi.org/10.3390/idr15040037
George Chakhava & Nino Kandelaki (2013) Overview of legal aspects of Continuing Medical Education/Continuing Professional Development in Georgia, Journal of European CME, 2:1, 19-23, DOI: 10.3109/21614083.2013.814570
ჩვენი ასოციაციის სტრატეგიული ამოცანებია
ზემოაღნიშნულიდან გამომდიმარე ჩვენ მზად ვართ და მოხარულები ვიქნებით ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთსან.
ქალაქ ტუნისში, სასტუმრო თალასო კართაგენში, ჩატარდა ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის მორიგი ყრილობა. აღსანიშნავია, რომ ტუნისი მეორე აფრიკული ქვეყანაა დამკვირვებლის სტატუსით სადაც ტარდება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება. ქართული დელეგაცია წარმოდგენილი იყო შემდეგი სექციებით : რადიოლოგია, უროლოგია, თორაკალური ქირურგია, ნევროლოგია, ( მ. ოკუჯავა, ნ.საინიშვილი, ა. ჩხოტუა, დ. გიორგაძე, მ. სანდლერი, კ.ჩახავა გ.ჩახავა).უროლოგიის სექციის სააკრედიტაციო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ ჩხოტუამ, წარმოადგინა უროლოგიის ჩარჩო-კურიკულუმის პროექტი, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული.
ყრილობაზე, პლენარული სხდომის დროს, კვლავ აღინიშნა საქართველოში ჩატარებული ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის ღონისძიების უპრეცედენტო წარმატება.
ყრილობის ძირითადი აქცენტები, როგორც ყოველთვის, იყო სხვადასხვა სპეციალობის შედაბამისი კურიკულუმის (ETR) განხილვა და დამტკიცება, ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები, დიპლომის შემდგომი,უწყვეტი პროფესიული განვითარების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების და უკრაინის საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფების ანგარიში.
დებატების დროს, GAMS-ის პრეზიდენტი, გიორგი ჩახავა, გამოვიდა ინიციატივით სპეციალობების კურიკულუმების (ETR) ადაპტაციის და იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარების თაობაზე, რეგიონული სპეციფიკის და მოთხოვნების გათვალისწინებით.ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა(GAMS) და ევროპის (UEMS) ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის აუცილებლობას.
ყრილობის მსვლელობისას დაისახა გარკვეული გეგმები ბელგიის ქალაქ ლევენში დაგეგმილ კონგრესში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით. (საჯარო განხილვაზე მიღებულია სამი მოხსენება.)
ტუნისში ჩატარებული ყრილობის ორგანიზატორებმა მონაწილეებს უმასპინძლეს ბარდოს ნაციონალურ მუზეუმსა და ანდალუზიურ სოფელ, სიდი ბუ საიდში,სადაც ჩატარდა სადღესასწაულო მიღება.
ქ.ლონდონში 21-24.03.24 ჩატარდა მსოფლიო კონგრესი კონტროვერსიები ნევროლოგიაში.კონგრესში მონაწილეობდა წარმომადგენლობითი ქართული დელეგაცია. GAMS-ის წარმომადგენლები გიორგი ჩახავა ( საქართველოს ელჩი, პლენარული სხდომის თავჯდომარე),მირანდა დემურია, მიხეილ სანდლერი, ნანი ბურდული, თემური მარღანია და GAMS-ის სპიკერები მარინა ჯანელიძე, ნანა კვირკველია აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სექციის მუშაობაში და დისკუსიებში, შედგა შეხვედრები მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.