შეხვედრები

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის ინიცატივით 2015 წლის 22 აპრილს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცნო უნივერსიტეტში შედგა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის აქტივის შეხვედრა პროფ ბერნარდ მაიესთან, ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის (U. E. M. S. ) ყოფილ გენერალურ მდივანთან. ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირი დაარსდა 1958 წელს, Seiqmna ევროპის სააკრედიტაციო საბჭო უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის.
სხდომას ესწრებოდნენ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფ ლევან ტვილდიანი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი ჩახავა, საქრთველოს სამედიცინო სპეციალისტების ასოციაციის გამგეობის წევრები და საქართველოს წარმომადგენლები ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის შესაბამის სექციებში, საქართველოს დიპლომისშემდგომი განათლების ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი დავით თელია.
პროფ ბერნარდ მაიეს მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. პროფ. რამაზ ყურაშვილი შემოვიდა წინადადებით ქრონიკული დაავადებების თემატური ჯგუფის შექმნის თაობაზე, პროფ. ლევან ტვილდიანმა ხაზი გაუსვა ტრეინინგის ერთიანი ჩარჩო კურიკულუმის შემუშავების მნიშვნელობას და გამოთქვა რამოდენიმე სპეციალობაში, მაგ. კარდიოლოგია და “შინაგანი მედიცინა”, ხელშეწყობის სურვილი, რათა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში; გიორგი ჩახავამ აღნიშნა, რომ კომპეტენციაზე და უნარებზე დაფუძნებული მიდგომა ქვეყნის წარმატების საწინდარია, სასურველია ქვეყნის ჩართვა ელექტრონული პორტფოლიოს პილოტურ ევროპულ პროექტში შეფილდის, კოიმბრას უნივერსიტეტების და წამყვანი ევროპული ასოციაციების მონაწილეობით. შეთანხმდენ რომ უწყვეტი პროფესიული განვითარება საჭიროებს სტიმულირებას და ექიმთა ეთიკურ/მორალურ ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს, არ უნდა გადაიქცეს გილიოტინას / დასჯის ინსტრუმენტად. ევროპის მედიკოს სპეციალისტთა საბჭოს სხდომაზე საქართველო კანდიდატურას UEMS-ის ყრილობის ჩასატარებლად 2017 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა რამოდენიმე ქვეყანამ(მათ შორის იტალიამ, პოლონეთმა, სლოვენიამ) და ამ ორგანიზაციის პრეზიდენმტმა(რ.კრაევსკი), გენერალურმა მდივანმა(ე.ბორმანი), ყოფილმა გენერალურმა მდივანმა(ბ.მაიე)
ასოციაციის ახალგაზრდა წევრმა ნინო ხიზანიშვილმა ნევროლოგიაში ერთიანი ევროპული გამოცდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა. პროფ. დ. თელიამ გაინტერესდა U. E. M. S. -ის ინფორმაციული რესურსებით, აკრედიტაციის საკითხებით და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებით. დაიგეგმა ქ. ვარშავაში ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის (U. E. M. S. ) მორიგი საბჭოს მუშაობაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის წევრების მონაწილეობა.

მონაწილეები:
გიორგი ჩახავა
მირანდა დემურია
ნინო კიპაროიძე
შოთა თაბაგარი
ნათია აჩუაშვილი
ნინო ყავრელიშვილი
ნათია ძირკველიშვილი
ეკატერინე ონიკაძე
ნინო ხუცაიძე
ეკატერინე რობაქიძე
ქეთევან მათიკაშვილი
ლია კურატაშვილი
ვასილ კობიაშვილი

ასოციაციის პრეზიდენტმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა გიორგი ჩახავამ, ისაუბრა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის საქმიანობაზე, ასოციაციის ძირითად მიღწევებსა და სტრატეგიული განვითარების გეგმაზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა უწყვეტი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პერსპექტივები საქართველოში.
გაიმართა პრზენტაციები თემებზე ქრონიკული ტივილის მართვა (ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ პრობლემებს), კლინიკური კვლევა და კარგი კლინიკური პრაქტიკა – GჩP
მოხსენებებს მოჰყვა დისკუსია და დებატები. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. ორივე მხარემ(საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა) გამოხატა შემდგომი თანამშრომლობის და მემორანდუმის გაფორმების სურვილი.

მონაწილეები:
გიორგი ჩახავა
ნია ბრეგვაძე-თაბაგარი
დავით ჯალაღანია
ლევან გოგიჩაიშვილი
ბადურ ზემლიcკი
ზაზა სინაურიძე
დავით გიორგაძე
სერგო თაბაგარი
რევაზ სოლომონია
ნინო კანდელაკი
ნიკოლოზ საინიშვილი
ქეთევან გოგილაშვილი
ირაკლი დვალი
ირაკლი ხმალაძე
gიორგი კამკამიძე
მიხეილ ოკუჯავა
ნათელა ოკუჯავა
tანია კურჩევსკა
მარიამ თოდუა
გივი მალიაშვილი
ზაალ გაბაშვილი
მარიკა ალფაიძე
თეიმურაზ ჟღენტი
ზურა კvიმიაშვილი
თემურ ლომსაძე
მალხაზ კარტოზია
ლიკა კარტოზია
ვასილ კობიაშვილი
ნუგზარ გოგოხია
პაატა ცაგარეიშვილი
თინიკო კოშაძე
levan juReli
მანანა ჯებაშვილი
ოთარ ჯანელიძე

შეხვედრაზე განხილულ იქნა უწყვეტი პროფესიული განათლების საკითხები,გაიმართა პრზენტაციები, მომხსენებლების გამოსვლებს მოჰყვა ცოცხალი დისკუსია და დებატები.
სხდომას თავმჯდომარეობდა პროფესორი სერგო თაბაგარი, ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანი, საქრთველოს სამედიცინო სპეციალისტების ასოციაციის გამგეობის წევრი.
პროფ. სერგო თაბაგარმა ხაზი გაუსვა უსგ/უპგ სისტემის აუცილებლობას , დისკუსიის დროს წამოიჭრა კრედიტ-ქულების რაოდენობის და აღნიშნული ქულების მინიჭების სირთულეების განსაზღვრის აუცილებლობა. ზოგიერთი სპეციალობის(მაგ. გინეკოლოგია) სარეზიდენტო საგამოცდო ტესტები ეყრდნობა მოძველებულ სამედიცინო სახელმძღვანელოებს, ტესტები არასრულფასოვანია და მოითხოვს დახვეწას. ასოციაციამ საინიციატივო ჯგუფის მუშაობის შედეგად უნდა წარმოადგინოს ჩამოყალიბებული სისტემა, რის საფუძველზეც შემდგომში გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოების მიერ უნდა მოხდეს არსებული საკითხის საკანონმდებლო დონეზე ინიცირება.
პროფ. სერგო თაბაგარის აზრით, თუ არ იქნა ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა ასოციაციის სამუშაო საინიციატივო ჯგუფის მიერ სპეციალობების მიხედვით რთული იქნება პროგრესის მიღწევა და შესაბამისი გავლენის განხორციელება უფლებამოსილ სახელმწიფო სტრუქტურებზე.
ჩვენ თვითონ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რისი გაკეთება გვინდა და შეგვიძლია, მოვახდინოთ სხვადასხვა პროგრამების შიდა აკრედიტაცია და შემდეგ ვიბრძოლოთ შესაბამისი პროგრამის იმპლემენტაციაზე-ასოციაციას შესწევს ამის უნარი და რესურსი. აუცილებლად გასათვალისწინებელია რეგიონების მოთხოვნილება, ინტერესი, მიმართულებები-ადგილზე ინფორმაციის მიტანა და საჭიროებების გაზიარება ძალზე აქტუალურია. საინტერესოა რამდენ ჟურნალს, თუნდაც ელექტრონულ ვერსიის სახით, ეცნობა საშუალოდ ექიმი, რამდენად მისაწვდომია შესაბამისი რესურსები? ექიმების მომზადების დონე არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.
ასოციაციის პრეზიდენტმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა გიორგი ჩახავამ, ისაუბრა ასოციაციის ძირითადი მიღწევების და სტრატეგიული განვითარების მიმართულებების შესახებ, ასევე გააკეთა ძირითადი ტენდენციების მოკლე მიმოხილვა.
მან ასოციაციის ბოლო წლის მიღწევებიდან გამოყო:
1. ასოციაციის ვებ გვერდის განახლება. www.gams.ge;
2. საქართველოს პოლონელ მედიკოსთა კავშირმა და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციამ ჩაატარა III საერთაშორისო კავკასიურ-პოლონური სამედიცინო კონფერენცია თბილისში, 2012 წლის 14-16 სექტემბრის თვეში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. კონფერენციის თემები იყო: “XXI საუკუნის მედიცინა, გამოწვევები და მიღწევები ”
3. ასოციაციის საქმიანობის უდიდესი მიღწევა იყო უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და მუდმივი პროფესიული განვითარების საკითხებზე შეხვედრა ქ. თბილისში 2011 წლის 3-4 ოქტომბერს „უსგ/უპგ გამოწვევები ევროგაერთიანებაში და დანერგვის გზები საქართველოში“ , საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით. TAIEX ––ს პროგრამის ხელშეწყობით ჩატარებული ღონისძიება უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, ვიანაიდან მას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკომისიის თავჯდომარე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე და საქართველოს შრომის, ჯანდაცვის , სოციალური უზრუნველყოფის და განათლების სამინისტროების წამომადგენლები.
გიორგი ჩახავამ ისუბრა ასოციციის წინაშე მდგარ მომავალ გამოწვევებზე კერძოდ:
უწყვეტი პროფესიული განათლების და წარჩინებული სამედიცინო პრაქტიკის ჰარმონიზაცების აუცილებლობაზე ევროპის მედიკოს სპეციალისტების ასოციაციის მიერ შემუშავებული კონცეფციის ჭრილში.
ექიმთა კომპეტენციენბის ჩამონათვლის მომზადება მნიშვნელოვანია,ისევე როგორც ექიმის პორტფოლიოს შემოღება, ექიმთა საყოველთაო გამოცდის ჩატარება არ უნდა იყოს ერთადერთი სამიზნე ამოცანა .
სსსა-ს სექციების უფრო აქტიური ჩართულობა შესაბამისი სპეციალობისთვის კომპეტენციების მომზადებაში.
ქ. ლონდონში 2012 წ ჩარატებულ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე– უსგ/უპგ ფორუმზე ასოციაციის გენერელური მდივნის ნინო კანდელაკმა გააკეთა მოხსენება, რომელიც შეიძლება ინახოს ვებ გვერდზე- http://www.europeancmeforum.eu/ecf2012/5ecf_brochure_x.pdf
დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და აქტუალურ ჟურნალში Journal of European CME დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საკანონმდებლო საკითხების შესახებ პირველად საქართველოში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების საკითხებზე გამოქვეყნდა სტატია ინგლისურ ენაზე . საინტერესოა, აღინიშნოს რომ ამ ჟურნალში სტატიის გამოქვეუნება ფასიანია და შეადგენს – 1000 ფუნტს, ჩვენს შემთხვევაში კი, რედაქტორების დაინტერესებამ განაპირობა რომ უფასოდ დაბეჭდეს.
1. კითხვარის შედგენა
ა)სპეციალობათა ნუსხის ჩამონათვლის და
ბ)უწყვეტი პაროფესიული განათლების ფარგლებში კრედიტების დაგროვების საჭიროების თაობაზე.
ექიმებისთვის ქართულენოვანი სოციალური ქსელის მიზანშეწონილობა საქართველოში დისტაციური სწავლების დასანერგად.
ქართული დელეგაციის მონაწილეობის დაგეგმვა UEMS -ის ყრილობაზე (ქ.პარიზი 2013 წლის 18-20 ოქტომბერი).და EMA – ს გენერალურ ასამბლეაზე. (19-21 სექტემბერი ქ. ბრიუსელი).
Semdeg gamovida qalbatoni nia bregvaZe moxsenebiT “medicinis da jandacvis specialobebSi diplomamseli, diplomisSemdgomi da uwyveti profesiuli gamaTlebis SesaZleblobebi saqarTveloSi
ქ-ნმა ნინო კანდელაკმა, ასოციაციის გენერალური მდივანმა, გააკეთა მოხსენება ევროკავშირის პროგრამებზე და ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობებზე საქართველოში
eვროკავშირი საქართველოში განათლების დონეს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომაც, დახმარებები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით. ამ შემთხვევაში კი საინტერესოა უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებული პროექტები, რითაც ევროკავშირი საქართველოს დახმარებას უწევს.

“უმაღლესი განათლების სფეროში დახმარების გაწევა ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტის და პროგრამის საშუალებით, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირს, სხვადასხვა მიდგომა გამოიყენოს ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე იქიდან გამომდინარე, თუ რომელი მიდგომაა უფრო ეფექტური გარკეულ კონტექსტში”, – ასეთია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური პოზიცია.

საქართველოში ევროკავშირის მიერ განათლების დაფინანსება ორი ტიპის ინსტრუმენტის საშუალებით ხდება. ესენია: ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელება ეროვნულ და რეგიონულ დონეზეა და მეორე, თემატური პროგრამა – “ინვესტირება ადამიანებში”..

რაც შეეხება უშუალოდ უმაღლეს განათლებას, ევროკავშირის დახმარება ხორციელდება რამდენიმე პროგრამის მეშვეობით. ეს პროგრამებია: ტემპუსი, ერაზმუს მუნდუსი, ჟან მონე, მარი კიური და სხვა.

“ტემპუსი” ითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების აკადემიური წრეების თანამშრომლობას ევროპულ უნივერსიტეტებთან, რაც გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას განათლებაში ევროპული სტანდარტების სფეროში, საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი საგანმანათლებლო დღის წესრიგის და პროგრამების შემუშავებას, თანამედროვე ლიტერატურის შექმნას, მასწავლებელთა უნარჩვევების ამაღლებაზე გამიზნული ტრენინგების ჩატარებას, სტუდენტთა სწავლებას უცხოეთში, უნივერსიტეტების მართვის გაუმჯობესებას, საუნივერსიტეტო რეფორმას, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას და განვითარებას, უნივერსიტეტის არააკადემიური თანამშრომლების მომზადებას.

ამ პროგრამის საშუალებით ფინანსდება ორი ტიპის საქმიანობა: ერთობლივი პროექტები, რომელთა მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესება ან აკადემიური პროგრამების დახვეწა. ასევე, სტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანია უმაღლესი განათლების სისტემების ხარისხის და მათი საჭიროების გაზრდა და ევროკავშირში მიმდინარე პროცესებთან მათი კონვერგენცია.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა არის კონსორციუმის შექმნა. ანუ, ბენეფიციარი არამარტო ერთი კონკრეტული უნივერსიტეტი უნდა იყოს, არამედ – რამდენიმე ქართული და სამი ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს არის რთული პროცესი. საჭიროა პროექტის დაწერა, ფინანსური მენეჯმენტის გათვლა, ინგლისურის ფლობა და ა.შ.,

ერაზმუს მუნდუსი – ევროპული დიპლომის მიღების პერსპექტივა.

“ერაზმუს მუნდუსი” უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის და მობილურობის პროგრამაა. მისი მიზანია ადამიანებს და კულტურებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობა მესამე ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობის გზით. ამასთან, მას წვლილი შეაქვს ადამიანური რესურსების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაში უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის, მესამე ქვეყნებში ევროკავშირსა და ამ ქვეყნებს შორის მობილურობის გაზრდის გზით.

ეს პროგრამა 3 სხვადასხვა აქტივობისგან შედგება, რომლებსაც აღმასრულებელი სააგენტო ხელმძღვანელობს. “ერაზმუს მუნდუსის” პროგრამა ასევე ორიენტირებულია ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რაც ხელს უწყობს ევროპის, როგორც საგანმანათლებლო არეალის მიმზიდველობის გაზრდას.
სხვა საგანმანათლებლო პროგრამები
გარდა ზემონახსენები პროგრამებისა, ევროკავშირის ეგიდით ასევე ხორციელდება კიდევ რამდენიმე პროგრამა. მათ შორის “ჟან მონეს”, “მარი კიურის” და ა.შ.
“ჟან მონეს” პროგრამის ამოცანა სწორედ ევროპათმცოდნეობის განვითარებაა. აქ ინდივიდუალური კონკურსები ცხადდება.
“მარი კიურის” პროექტი კი ხელს უწყობს მეცნიერებს, სტაჟირება გაიარონ ევროპის უნივერსიტეტებში. სტაჟირება, სამი თვიდან სამ წლამდე ვადით, კვალიფიკაციის ამაღლებას მოიცავს. გამარჯვებულს შეუძლია, ჩავიდეს და საკუთარი კვლევის ნაწილი იქ განახორციელოს. ეს უკვე საერთაშორისო კონკურსია.
დისკუსია:
დისკუსიას უძღვებოდა პროფ. სერგო თაბაგარი.
სიტყვით გამოვიდნენ:
ნათია ოკუჯავა: შემთხვევაზე ორიენტირებული კურიკულუმიხ დანერგვის ხელშეწყობა, სადაც აქცენტი იქნება გადატანილი ინტეგრირებულ მიდგომაზე საბოლოოო შედეგეით კომპეტენციის/ უნარების ჩამოყალიბება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისთვის.
შეხზვედრაზე დაისვა ღია შეკითხვები პროფ. მიხეილ ოკუჯავას მიერ.
მიხეილ ოკუჯავა: ხაზი გაუსვა სპეციალობათა ნუსხის და შესაბამისი კომპეტენციების შემუშავების აუცილებლობას, ვინაიდან ამჟამად აღრეულია
სპეციალობების და სუბსპეციალობების ჩამონათვალი-აუცილებელია ასოციაციის სპეციალობების წამყვანმა წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბონ მოკლედ თავისი მოსაზრებები(1/2 გვერდამდე) ამ საკითხთან მიმართებაში, თუმდაც სავალდებულოა თუ არა უსგ/უპგ, პროგრამების შეფასების კრიტერიუმები, სპეციალისტის პასპორტი/პორტფოილიო.
რადგან ეს ასოციაცია არის წევრი —ამიტომ მას არ სჭირდება ველოსიპედის თავიდან გამოგონება და შეუძლია იხელმძღვანელოს არსებული გაიდლაინებით და სპეციალობათა ნუსხით, და UEMS -ე მეექვსე პარაგრაფის გათვალისწინებით ჩარჩო კომპეტენციებით,
ნუგზარ გოგოხია: უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა; ამიტომ საჭიროა მისი აუცულებლობის საკითხის დაყენება, თუმცა აღდგენილ უნდა იყოს განსხვავებული, არაბიუროკრატიული ფორმატით.
სპეციალობებში უსგ/უპგ განვითარებას ახასიათებს განსხვავებული დინამიკა, ზოგ სპეციალობაში აქტიურად მიმდინარეობს განახლება საკმარისია ინფორმაციის განახლება 3 წელიწადში ერთხელ, რიგ შემთხვევაში კი აუცილებელია უფრო სწრაფი განახლება. უნდა განისაზღვროს გასაშუალოებული მაჩვენებელი.

ზაზა სინაურიძე: მისი გამოცდილებით, ძალზე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიმღები ორგანიზაციების (სამინისტროები და პარლამენტის ჩართულიბა, ამიტომ მან ეჭვი შეიტანა ასოციაციის ძალისხმევით ამ საკითხების გადაჭრის შესაძლებლობებში.
გიორგი ჩახავა მიუხედავად ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარებული წარმომადგენლობითი ღონისძიებისა და ასოცოაციის მიმართ აქტიური მხარდაჭერისა, სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლა/ფორმირება ჯერჯერობით არ მოხერხდა., რასაც აქვს მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი. ამასთან მიმართებაში საინტერესოა ექიმთა სოციალური ქსელის გამოყენება, ერთის მხრივ დისტანციური სწავლის პრინციპის – ცოდნის გავრცელების მიზნით, მეორე მხრივ ექიმების ჩართულობის/აზრის გათვალისწინებით.
ნია ბრეგვაძე-თაბაგარი საჭიროა დროში გაწერილი სამუშაო გეგმის შემუშავება და არსებული სპეციალობათა ნუსხის მიხედვით კომპეტენციენბის/უნარ-ჩვევების შედარება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, განისაზღვროს საჭირო ნაბიჭები და პრიორიტეტული მიმართულებები. საჭიროა პირველ რიგში ასოციაციის საინიციატივო ჯგუფმა ელექტრონული ინტერაქტივის მეშვეობით გასცენ პასუხი რამოდენიმე ძირითად კითხვას.
ბადურ ზემლიცკი: ორტოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის მიერ მომზადებულია და წარდგენილია ჯანმრთელობის დაცვის, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში როგორც სარეზიდენტო პროგრამის კურიკულუმი, ისე ძირითადი სახელმძღვანელო ალგორითმები-რეკომენდაციები(გაიდლაინები)-სამწუხაროდ რეაგირება და იმპლემენტირება დღემდე ვერ მოხერხდა. შესაძლოა სსსა-ს საინიციატივო ჯგუფმა განიხილოს არსებული მონაცემები და დადებითი რეცენზირების შემთხვევაში გაიგზავნოს შესაბამისი წერილი სამინისტროს სახელზე
ოთარ ჯანელიძე: აუცილებელია საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით TAIEX ––ს პროგრამის ფარგლებში ექსპერტების მისიის ორგანიზება განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირების აქტიური ჩართულობით(მაგ. ნ. ჩიტაია, ა.გამყრელიძე, დ.სერგიენკო)

 

რომელ პოზიციას იზიარებთ-უსგ/უპგ ნებაყოფლობით თუ სავალდებულო მიდგომას? სავალდებულო მიდგომის შემთხვევაში რა სირთულის ამოცანები-გამოცდები და/ან უსგ/უპგ ხანმოკლე აკრედიტირებული პროგრამები/რამდენი კრედიტ-ქულა უნდა იყოს მოპოვებული ლიცენზირების გასაგრძლებლად/ მოსაპოვებლად?
რამდენად შეესაბამება საქართველოში არსებული სპეციალობათა ნუსხა/ ჩამონათვალი ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის და ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ აღიარებულ ჩამონათვალს ?

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის ინიცატივით 2015 წლის 22 აპრილს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცნო უნივერსიტეტში შედგა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის აქტივის შეხვედრა პროფ ბერნარდ მაიესთან, ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის (U. E. M. S. ) ყოფილ გენერალურ მდივანთან. ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირი დაარსდა 1958 წელს, Seiqmna ევროპის სააკრედიტაციო საბჭო უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის.
სხდომას ესწრებოდნენ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფ ლევან ტვილდიანი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი ჩახავა, საქრთველოს სამედიცინო სპეციალისტების ასოციაციის გამგეობის წევრები და საქართველოს წარმომადგენლები ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის შესაბამის სექციებში, საქართველოს დიპლომისშემდგომი განათლების ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი დავით თელია.
პროფ ბერნარდ მაიეს მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. პროფ. რამაზ ყურაშვილი შემოვიდა წინადადებით ქრონიკული დაავადებების თემატური ჯგუფის შექმნის თაობაზე, პროფ. ლევან ტვილდიანმა ხაზი გაუსვა ტრეინინგის ერთიანი ჩარჩო კურიკულუმის შემუშავების მნიშვნელობას და გამოთქვა რამოდენიმე სპეციალობაში, მაგ. კარდიოლოგია და "შინაგანი მედიცინა", ხელშეწყობის სურვილი, რათა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში; გიორგი ჩახავამ აღნიშნა, რომ კომპეტენციაზე და უნარებზე დაფუძნებული მიდგომა ქვეყნის წარმატების საწინდარია, სასურველია ქვეყნის ჩართვა ელექტრონული პორტფოლიოს პილოტურ ევროპულ პროექტში შეფილდის, კოიმბრას უნივერსიტეტების და წამყვანი ევროპული ასოციაციების მონაწილეობით. შეთანხმდენ რომ უწყვეტი პროფესიული განვითარება საჭიროებს სტიმულირებას და ექიმთა ეთიკურ/მორალურ ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს, არ უნდა გადაიქცეს გილიოტინას / დასჯის ინსტრუმენტად. ევროპის მედიკოს სპეციალისტთა საბჭოს სხდომაზე საქართველო კანდიდატურას UEMS-ის ყრილობის ჩასატარებლად 2017 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა რამოდენიმე ქვეყანამ(მათ შორის იტალიამ, პოლონეთმა, სლოვენიამ) და ამ ორგანიზაციის პრეზიდენმტმა(რ.კრაევსკი), გენერალურმა მდივანმა(ე.ბორმანი), ყოფილმა გენერალურმა მდივანმა(ბ.მაიე)
ასოციაციის ახალგაზრდა წევრმა ნინო ხიზანიშვილმა ნევროლოგიაში ერთიანი ევროპული გამოცდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა. პროფ. დ. თელიამ გაინტერესდა U. E. M. S. -ის ინფორმაციული რესურსებით, აკრედიტაციის საკითხებით და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებით. დაიგეგმა ქ. ვარშავაში ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის (U. E. M. S. ) მორიგი საბჭოს მუშაობაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის წევრების მონაწილეობა.

2017 წლის 15 მაისს თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში გამართული შეხვედრის ოქმი

მონაწილეები:
გიორგი ჩახავა
მირანდა დემურია
ნინო კიპაროიძე
შოთა თაბაგარი
ნათია აჩუაშვილი
ნინო ყავრელიშვილი
ნათია ძირკველიშვილი
ეკატერინე ონიკაძე
ნინო ხუცაიძე
ეკატერინე რობაქიძე
ქეთევან მათიკაშვილი
ლია კურატაშვილი
ვასილ კობიაშვილი

ასოციაციის პრეზიდენტმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა გიორგი ჩახავამ, ისაუბრა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის საქმიანობაზე, ასოციაციის ძირითად მიღწევებსა და სტრატეგიული განვითარების გეგმაზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა უწყვეტი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების პერსპექტივები საქართველოში.
გაიმართა პრზენტაციები თემებზე ქრონიკული ტივილის მართვა (ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ პრობლემებს), კლინიკური კვლევა და კარგი კლინიკური პრაქტიკა - GჩP
მოხსენებებს მოჰყვა დისკუსია და დებატები. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. ორივე მხარემ(საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა) გამოხატა შემდგომი თანამშრომლობის და მემორანდუმის გაფორმების სურვილი.

en_USEnglish

Georgian delegation (George Chakhava Ambassador of Georgia

Georgian delegation (George Chakhava Ambassador of Georgia, Chair of Plenary Session, Miranda Demuria Secretary of Neurology Section , Mikheil Sandler, Nani Burduli , Temuri Margania GAMS and speakers of GAMS Marina Janelidze and Nana Kvirkvelia participated in the World Congress Controversions in Neurology that was held in London UK 21-24.03.2024-wonderful and scientifically very important meetings with leading specialists of the world, great discussions in friendly atmosphere

Membership form

მისამართი,ტელეფონი,ელფოსტა