მიღწევები

   სამედიცინო რეფორმა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად არის გამოცხადებული. რეფორმა ითვალისწინებს ევროპული სტანდარტების  და ეროვნული კანონმდებლობების  შესაბამისი თანამედროვე სამედიცინო სისტემის განვითარებასა და დაგეგმვას. ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიც არის – ინფრასტრუქტურული პროექტები მცირე და საშუალო საავადმყოფოების აშენების და რეაბილიტაციის სახით, ხანდაზმულთა და 6 წლამდე ბავშვების საყოველთაო სახემლწიფო დაზღვევა, საბაზისო სამედიცინო განათლებაში კრედიტების ტრანსფერის და დაგროვების  ევროპული სისტემის და დიპლომის დანართის შემოღება ( ბოლონიის პროცესის მოთხოვნების მიხედვით). ამავე დროს არსებული საკანონმდებლო ბაზისის მიუხედავად არ არის სათანადოდ დაცული  ექიმთა და პაციენტთა უფლებები.  დიპლომამდელი/უწტვეტი სამედიცინო განათლება  ჩამორჩება თანამედროვე მოთხოვნილებებს, არ არსებობს სტიმული, ფინანსური და გეოგრაფული მისაწვდომობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სამედიცინო სკოლების კურსდამთავრებულთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე, განაპირობებს  ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დაბალ ხარისხს.

 საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია  შეიქმნა 2006 წელს, როგორც არასამთავრობო და არამომგებიანი სამედიცინო კავშირი,  რომლის  მიზანია ექიმებსა და სამედიცინო პროფილის სპეციალისტთა შორის  ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება, სამედიცინო რეგულირების პრობლემური საკითხების განხილვა, დამუშავება და ინფორმაციის მიწოდება, უწყვეტი სამედიცინო განათლების და მუდმივი პროფესიული განვითარების პრინციპების (უსგ/უპგ) პოპულარიზება ქართველ ექიმებს შორის, ჯანდაცვის სისტემაში მსოფლიო  წამყვანი ქვეყნების გამოცდილებს დანერგვისა  და გავრცელების ხელშეწყობა საქართველოში.

        აღნიშნული აქტივობების განხორციელებაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის წევრები აქტიურ მუშაობას ეწევიან ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა შეხვედრებსა და სემინარებზე.

ამის ნათელი მაგალითია

ქ.თბილისი 2007 წლის  5-6 დეკემბერს  საერთაშორისო კონდერენცია-მრგვალი მაგიდა „ ბიოლოგიური ტერორიზმის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ორმხრივი გამოყენების  გამოწვევები“  

. თბილისი 2011 წლის 3-4 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და მუდმივი პროფესიული განვითარების პრობლემურ საკითხებზე  უსგ/უპგ გამოწვევბი ევროგაერთიანებაში და დანერგვის გზები საქართველოში“, რომელიც გაიმართა   საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობ მხარდაჭერით საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის ეგიდით.

2012 წლის 14-16 სექტემბერს  საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის და წმინდა  გრიგოლ ფერაძის  სახელობის საქართველოს პოლონელ მედიკოსთა  კავშირის  ინიციატივით ჩატარდა   III საერთაშორისო ქართულპოლონური კონფერენცია 21-აუკუნის მედიცინა მიღწევებიშესაძლებლობები და გამოწვევები 

თბილისის მერიის  თანადგომით, ასევე პოლონური სამედიცინო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის, პოლონეთის ექიმთა და სტომატოლოგთა პალატის, ვარშავის ექიმთა და სტომატოლოგთა რეგიონული სამედიცინო პალატისა და ი. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხარდაჭერით.

   კონფერენციის  ფარგლებში  სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალას”-ში  გაფორმდა ხელშეკრულება  თანამშრომლობის  შესახებ პოლონეთის ექიმთა და სტომატოლოგთა

პალატას და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციას შორის.  

         აღსანიშნავია GAMS-ის მე-3 და მე 4  საერთაშორისო კონფერენციები „ მულტიდისციპლინური მიდგომები ნევროლოგიაში“ 12. 08,2017

“ ნევროლოგიის და ფსიქიატრიის აქტუალური საკითხები“ 24.02.2018

 ყურადსაღებია, რომ აღნიშბნული აქტივობების განხორციელებაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციას აქტიურ დახმარებას უწევს ევროპის სამედიცინო სპეციალისტთა კავშირი UEMSრომელიც წარმოადგენს ერთიანი ევროპის ძირითად და წამყვან მარეგულირებელ სამედიცინო გაერთიანებას და ევროპის სამედიცინო ასოციაცია(EMA), უსგ/უპგ ევროპული ფორუმი (European CME/CPD Forum).

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სსსა(GAMS) არის ევროპული გაერთიანების  ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.  ჩვენს ქვეყანაში არსებული არც თუ სახარბიელო ეკონომიურ თუ სოციალური გარემოებების  მიუხედავად  სსსა-მ მოახერხა დამკვირვებელი წევრის სტატუსის შენარჩუნება ევროპის სამედიცინო სპეციალისტთა გაერთიანებაში.

ევროპის სამედიცინო სპეციალობათა გაერთიანებასთან  ხელშეკრულების საფუძველზე  საქართველოს სამედიცონო სპეციალობების ასოციაციას ასევე მიენიჭა უფლება წარადგინოს საქართველოდან ორორი წარმომადგენელი ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის   სხვადასხვა სექციაში.

        ჩევნი ასოციაცია გამოდის  სამედიცინო თვითმმართველობის სტრუქტურის ექიმების/ექთნების რეგისტრის შექმნის, დიპლომისშემდგომი/უწყვეტი სამედიცინო განათლების რეფორმირების პროექტის ინიციატივით საქართველოში.

      ზემოაღნიშნული ამოცანების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის/მსოფლიო უფლებამოსილ  სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით. წარმატების შემთხვევაში პროექტის შედეგები განსახილველად წარედგინება განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს გაეწევა შესაბამისი რეკომენდაციები.

       დიპლომისშემდგომი /უწყვეტი განათლების გარდაქმნა უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

       საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს მიწვევა დიდ  ბრიტანეთში გამართული უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის ფორუმზე, სადაც დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ასოციაციის ხედვამ დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების საკითხებზე.

ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების ჟურნალში   დაიბეჭდა სტატია 

საქართველოს  უწყვეტი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სამართლებრივი ასპექტების მიმოხილვა

მედიცინის აკადემიური დოქტორების გიორგი ჩახავას და ნინო კანდელაკის ავტორობით.

სამედიცინო ცოდნის მოცულობის სწრაფმა გაფართოებამ და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ინფორმაციის მზარდი სიჩქარით გავრცელებამ მიგვიყვანა „რთული თანამედროვე პაციენტის“ ცნებამდე.

ჩვენი ასოციაციის სტრატეგიული ამოცანებია:

  • საქართველოში დამოუკიდებელი მულტიდისციპლინური წარმომადგენლობითი საბჭოს/პროფესიული სამედიცინო ასოციაციების და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების  ასოციაციის მიერ დიპლომის შემდგომი და უსგ/უპგ სისტემის კოორდინირებული მართვა შრომის,ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით
  • განათლების,მეცნიერების, კულტურის სპორტის  და  შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სამინისტროების ჩართულობით
  • ექიმების და პაციენტების მობილობის ხელშეწყობა
  • საქართველოში ევროპული დირექტივების დანერგვის და საერთაშორისო გაიდლაინების ადაპტაციის ხელშეწყობა სამედიცინო საზოგადოების ინტერესების და სპეციფიკის გათვალისწინებით, უსგ/უპგ ეტაპორივი განვითარების პრინციპით.
  • ჯანდაცვის სისტემაში ექიმების რეესტრის-„წარჩინების ნიშნის ინსტიტუტის“, აკრედიტირებული წარჩინებული საგანმანათლებლო სამედიცინო ცენტრების ქსელის საქართველოში  დაფუძნება და არასადამსჯელო ბერკეტების დამკვიდრება.
  • გაძლიერებული ყურადღება სპეციალისტების კვალიფიკაციაზე და არა ღონისძიების აკრედიტაციაზე.
  • დიპლომისშემდგომი და უსგ/უპგ ორგანიზაციული სტრუქტურის / მართვის განვითარება და უზრუნველყოფა საბაზისო და ხარისხის გაუმჯობესების სტანდარტების გათვალისწინებით.
  • საუკეთესო სამედიცინო/კლინიკური პრაქტიკის პრინციპების წახალისება.

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა- თანამედროვე მიდგომები

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა) V საერთაშორისო კონფერენცია ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა- თანამედროვე მიდგომები სექტემბერი 28 – 29, 2019 თბილისი, საქართველო ორგანიზებულია საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის

მეტის ნახვა »

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის II კონფერენცია

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის II კონფერენცია თბილისი, 16 ნოემბერი, 2018 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G 106 აუდიტორია

მეტის ნახვა »