ისტორია

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის შექმნის ისტორია.  

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია“სსსა” არის ექიმთა არასამთავრობო,  არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექიმთა კონსოლიდაციადა ინტეგრაციასაერთაშორისო საზოგადოებაში, ეხმარება საქართველოში და მის გარეთ მოღვაწე ექიმებს ხარისხიანი უწყვეტი პროფესიული განათლების მიღებაში/საუკეთესო მტკიცებულებებზე დაფუძნებული  სამედიცინო პრაკტიკის დანერგვაში. სსსა-ს (თავდაპირველად „ჯიმა”) შექმნის იდეა დაიბადა ქ. ტელ-ავივის უნივერსიტეტშის სამედიცინო ფაკულტეტზე გიორგი ჩახავას და ნინო კანდელაკის დიპლომისშემდგომი სამედიცინო სტაჟირების დროს.

2006 წლის გაზაფხულზე ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის გამგეობის რჩევით  ძველი სახელი „ჯიმა“  შეიცვალა სახელით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია“სსსა”  და  ნოემბერში სსსა ისრაელის სამედიცინო ასოციაციასთან ერთად მიღებული იქნა ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირში ასოციირებული წევრის სტატუსით, ხოლო 2010 წლის გაზაფხულზე გახდა ევროპის სამედიცინო ასოციაციის ინსტიტუციური წევრი.

ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენების შედეგად უამრავმა ქართველმა ექიმმა მიაშურა უცხოეთს განათლების მისაღებად. მათი ნაწილი დარჩა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ. უმეტესობა ოცნებობს სამშობლოში დაბრუნებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ქართველი ექიმებისთვის სამშობლოში სამუშაო გარემოს-პირობების ხელშეწყობა და ღირსების დაცვა. ქვეყნის  ხელისუფლების, საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი პრიორიტეტი ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრაციაა, რაც მეტად მრავალმხრივი, რთული, შრომატევადი პროცესია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური სფეროს თითოეული რგოლის უდიდესი ძალისხმევა და ყოველდღიური მიზანმიმართული საქმიანობა ესაჭიროება.

უახლესი გეგმები:

  • უწყვეტი სამედიცინო განათლების სფეროში არსებული  თანამედროვე  სტანდარტების საქართველოში  დანერგვა.
  • სხვადასვა საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებში გაერთიანება.
  • წამყვანი უცხოელი კოლეგების  მოწვევა , დიპლომისშემდგომი და  უწყვეტი  პროფესიონალური  სწავლების ხელშეწყობა.
  • სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზაცია, მოწვეული სპეციალისტების მიერ პაციენტებისათვის უფასო სამედიცინო დახდახმარების ორგანიზაცია, ქირურგიული ოპერაციები, კონსულტაციები და სხვ.

ტელემედიცინა, მეორადი აზრი, დისტანციური სწავლება ,სამედიცინო გამოფენების  მოწყობა.

 

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა- თანამედროვე მიდგომები

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის (სსსა) V საერთაშორისო კონფერენცია ტკივილის მულტიდისციპლინური მართვა- თანამედროვე მიდგომები სექტემბერი 28 – 29, 2019 თბილისი, საქართველო ორგანიზებულია საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის

მეტის ნახვა »

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის II კონფერენცია

საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის II კონფერენცია თბილისი, 16 ნოემბერი, 2018 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G 106 აუდიტორია

მეტის ნახვა »